fbpx
  • Hiking the black rock lake in lagodekhi
    საქართველო

    ლაშქრობა ლაგოდეხის შავი კლდეების ტბაზე

    ხუთშაბათი საღამოა. სამსახურიდან 18:30-ზე გამოვდივარ, რომ სამდღიანი ლაშქრობისთვის ჩავლაგდე, რომელიშიც ჩემ ქმარ ოთოსთან და თანამშრლობელ რუსკასთან ერთად მივდივარ. შავი კლდეების ტბა ზღვის დონიდან 3000 მეტრზე მდებარეობს და საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ტბად ითვლება. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი კახეთში, თბილისიდან 185 კმ.-ში მდებარეობს და აზერბაიჯანსა და დაღესტანს ესაზღვრება. ნაკრძალში დაცულია სხვადასხვა იშვიათი სახეობის მცენარეები და ცხოველები, რაც თავისთავად დაუვიწყარს ხდის აქაურობას.  გვიან ღამე გავდივართ, რომ ადრე დილით უკვე იქ ვიყოთ და პარასკევ დილას სიარული დავიწყოთ. შავი კლდეების ტბების მარშრუტი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ურთულესი, საინტერესო და ულამაზესია მთელს საქართველოში. აქედან იშლება გასაოცარი ხედები კავკასიონსა და ალაზნის ველზე. მარშრუტის გავლა სრულიად შესაძლებელია 3 დღეში, თუმცა მეტი სიამოვნებისთვის 4 და 5 დღესაც კი გირჩევდი. შავი…

  • trekking in nepal
    ნეპალი

    ლაშქრობა ნეპალში, სულაც არ ყოფილა ადვილი

    გარდა ღირსშესანიშნავი ადგილების მონახულებისა, ლაშქრობა ნეპალში აუცილებელია. რა თქმა უნდა, არც ჩვენ გვინდოდა ამ შესაძლებლობის გამოტოვება და ჩვენთვის შესაფერისი ლაშქრობის ძიება დავიწყეთ. გადავწყვიტეთ მარტივი, 3-დღიანი ლაშქრობით შემოვფარგლულიყავით. ლაშქრობა პატარა სოფელ კანდედან იწყება, რომელიც პოხარადან ერთი საათის სავალზეა. მგზავრობისას ერთ ადგილობრივ ცერემონიასაც შევესწარით. ნეპალელები მღეროდნენ, ცეკვავდნენ და ყვითელი ყვავილების უზარმაზარ გროვას დაატარებდნენ. სანახაობრივად, ძალიან საინტერესო მსვლელობა იყო. დაახლოებით 11:45 წუთზე კანდეში ვიყავით და ავსტალიური ბანაკისკენ დავიწყეთ სვლა. ბანაკი ზღვის დონიდან 2,226 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ყველა ტურისტულმა სააგენტომ გვითხრა, რომ ეს ყველაზე მარტივი და მოკლე ბილიკია ნეპალში. მართლაც ასე იქნებოდა, გზა რომ ჩვეულებრივი ყოფილიყო. სინამდვილეში ბილიკი დამრეც, სრიალა და წვეტიან კიბეებს მიუყვებოდა. სადღაც შუაში, ორი ადგილობრივი ხანში შესული მამაკაცი გვხვდება და, როგორც…

error: Content is protected !!