fbpx
  • ტაილანდი

    5 მიზეზი, თუ რატომ უნდა იმოგზაურო ტაილანდში

    ტაილანდი პირველი ნახვით შემიყვარდა. ტაილანდელ ოჯახთან ერთად ერთი თვის მანძილზე ცხოვრებამ სულ სხვა ემოციები გამიჩინა და შრომისმოყვარე ერის მიმართ დიდი პატივისცემით განვეწყვე. მოგზაურობა ტაილანდში უფრო მარტივია ვიდრე შეიძლება წარმოიდგინო. ერთადერთი ბილეთია ძვირი, სხვა დანარჩენში კი ბანკის გაქურდვა ნამდვილად არ მოგიწევს. 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა იმოგზაურო ტაილანდში აქ ყველას შეუძლია თავისთვის შესაფერისი ადგილი იპოვოს. აქ თანამედროვე და ტრადიციული არქიტექტურა ორგანულად ერწყმის ერთმანეთს. თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სუფთა გარემო (მიუხედავად იმისა, რომ ტაილანდელები შესაფუთად ძალიან ბევრ ცელოფნის პარკს იყენებენ), მრავალფეროვანი სამზარეულო, შესანიშნავი ადგილები, გიჟური ღამის ცხოვრება და Bounty-ს რეკლამის მსგავსი სანაპიროები ბევრისთვის საოცნებო ქვეყნების სიაშია. როდესაც ჩემს #213დღეაზიაში მოგზაურობის პერიოდს ვიხსენებ, ტაილანდი ყველაზე მეტად მენატრება და აი რატომ: გასტრონომიული სამოთხე თუ ჩემსავით აზიური…

  • აზერბაიჯანი

    როგორ გავატაროთ უქმეები ბაქოში

    აზერბაიჯანის დედაქალაქი – ბაქო, თანამედროვე და ძველი არქიტექტურის ნაზავია, რაც მას საინტერესო ქალაქად აქცევს. ბაქოს მოდური ნაგებობები იდეალურად ერწყმის საუკუნეების წინ აშენებულ შენობებსა და კოშკებს. ქალაქში მიმოფანტული ათობით პარკი განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. ბაქოში შაბათი-კვირის გატარება სავსებით საკმარისია და დაბალბიუჯეტური მოგზაურობისთვის შეგიძლია ტური swoop.ge-ზე შეიძინო. დღე, ქალაქის ცენტრთან მდებარე Gloria Jeans Coffee-ში ყავის სმით დავიწყეთ. ანტრეს მსგავსი ყავის სახლი ბევრ სხვადასხვა დესერტსა და მსუბუქად წასახემსებელ სენდვიჩს თავაზობს თავის მომხმარებელს. მოგვიანებით, ქალაქის ქუჩებში დავიწყეთ სიარული და დღის განმავლობაში დაახლოებით 20 კმ  ვიარეთ. ჩემი აზიაში მოგზაურობის შემდეგ, Maps.me ყველაზე კომფორტული ოფლაინ რუკა გამოდგა, რომელიც ყველა ობიექტს ზედმიწევნით გაჩვენებს. მაპატიე Google, მაგრამ Maps-მა მაგრად გაჯობა!  ბაქო ძალიან, ძალიან სუფთა ქალაქია. შენობები შეღებილია ერთ ტონში…

  • კამბოჯა

    ანგკორის შესანიშნავი კომპლექსი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო

    იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი  ბევრისთვის საოცნებო ადგილს წარმოადგენს. ანგკორ ვატი და მთლიანად მისი კომპლექსი ჰოლივუდის ფილმმა „ტომბ რაიდერმა“ და ანჯელინა ჯოლიმ გახადა პოპულარული. მას შემდეგ აქ ტურისტების ნაკადი არასდროს წყდება. პარკი 400 კვ. კმ-ზეა გაშლილი და 45 ტაძარს მოიცავს, რომლის მონახულებასაც ერთი კვირა მაინც სჭირდება. თუმცა ძირითადი ადგილების სანახავად ერთი დღე სავსებით საკმარისია. ბილეთის ფასი დღეების მიხედვით განისაზღვრება: ერთი დღე $20 $37, სამი დღე $40 $62 და შვიდი დღე $60 $72. როგორ მოვინახულოთ ტაძრები ყველაზე ოპტიმალური ტუკ-ტუკის დაქირავებაა. ასე დროსაც დაზოგავთ და ენერგიასაც. ტუკ-ტუკის ფასი იმის მიხედვით იცვლება რომელი ტაძრების ნახვა გსურს. ჩვენ ყველაზე მარტივი და ძირითადი ტაძრები ავირჩიეთ და მომსახურებაში $20 გადავიხადეთ. საბოლოო ჯამში ანგკორის ტაძრების მონახულება $60 დაგვიჯდა (2 ადამიანი). უნდა იცოდე: ტაძრების…

  • ლაოსი

    რა უნდა იცოდე სანამ ლაოსში იმოგზაურებ

    ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ რომელიმე ქვეყანა ასეთ ნეგატიურ შთაბეჭდილებას დამიტოვებდა. მაშინაც კი, როდესაც ჩეხეთიდან მოლდოვაში მიმავალი, სრულიად შემთხვევით უკრაინაში აღმოვჩნდი და ერთი დღე ჩავრჩი, მსგავსი გრძნობა არასდროს გამჩენია. სამწუხაროდ, ლაოსი ისეთი არ აღმოჩნდა როგორიც წარმომედგინა. მოკლედ, რა უნდა იცოდე სანამ ლაოსში იმოგზაურებ: თითქმის არავინ საუბრობს ინგლისურად თუ ლაოსში წასვლას გეგმავ, გირჩევ „ჟესტიკულაცია“ კარგად გაითავისო და ხელებით ახსნას მიეჩვიო. ლაოსის მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი საუბრობს ინგლისურად. კომუნიკაცია განსაკუთრებულად პატარა სოფლებსა და ქალაქებში ჭირს. ჰოსტელები მუდმივად შევსებულია რამდენიმე ჰოსტელს კარებზევე აქვს გამოკრული – „შევსებულია“, ხოლო დანარჩენები ზუსტ პასუხს ვერ გეუბნებიან. უკვე მიღებული სტუმრები ზოგჯერ გეგმებს იცვლიან და იმაზე დიდხანს რჩებიან, ვიდრე დაჯავშნილი ჰქონდათ. თუ გაგიმართლა და საერთო ოთახში ლოგინი გიპოვეს, შენზე ბედნიერი არავინაა. ხშირ შემთხვევაში, ფასში საუზმეც…

  • Cities in Thailand. Nong Khai
    ტაილანდი

    ტაილანდის ქალაქები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო

    სოფელ ლიში ჩასვლისას ქეროლაინი გვეუბნება რომ ვიზის გასაგრძელებლად ჩიანგ მაიში უწევს წასვლა და ერთად მგზავრობას გვთავაზობს. რა თქმა უნდა, უპრობლემოდ ვთანხმდებით. ჩიანგ მაი და ნონგ ხაი ტაილანდის ის ქალაებია რომელთა გამოტოვებაც არაფრისდიდებით არ გვინდოდა. ჩიანგ მაი ჩიანგ მაი ჩრდილოეთ ტაილანდის ყველაზე დიდი ქალაქია, რომელიც 1296-1768 წლებში ლანას სამეფოს დედაქალაქს წარმოადგენდა. ქალაქის ახლანდელი სახელწოდება „ახალ ქალაქს“ ნიშნავს. ქეროლაინი სოფელ ლიმდე ჩიანგ მაიში ცხოვრობდა და იქ ყოფნის დროს გიდობაც გაგვიწია. ჩიანგ მაი სავსეა უცხოელებით, დასავლური რესტორნებითა და ტაძრებით. თუმცა, თუ ტაილანდში დიდხანს მოგზაურობ, ტაძრები აღარ გაგაკვირვებს. მაგრამ, რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არის. მაგალითად, დოი სუტეპის კომპლექსი გორაკზე მდებარეობს და ქალაქიდან 15 კილომეტრის მოშორებითაა. 1383 წელს გაშენებულ კომპლექსამდე მისვლა „სონგტაოთია“ შესაძლებელი და ჩიანგ…

  • teaching english in Thailand
    ტაილანდი

    ტაილანდის სკოლაში მასწავლებელიც ვიყავი

    სუხოტაიში ყოფნისას მოგზაურობისგან ცოტა დასვენება და მოხალისედ მუშაობა გადავწყვიტეთ. ერთთვიანი პაუზის შემდეგ, 13 იანვარს ლამპანგის პროვინციის, სოფელ ლისკენ ავიღეთ გეზი. იქ ჩვენი მეგობარი ქეროლაინი ინგლისურს ასწავლის. ქეროლაინი სუხოტაიში, მოხალისეობის დროს გავიცანით, უმალვე დავახლოვდით და თავის სოფელშიც დაგვპატიჟა. მიუხედავად იმისა, რომ იქ წასვლა ჩვენი მარშუტიდან ცოტა გადახვევას მოითხოვდა, მოპატიჟება დიდი სიხარულით მივიღეთ. როგორ მოვხვდეთ აქ სუხოტაიდან ლამპანგამდე ავტობუსით დაახლოებით ოთხი საათია და ბილეთის ფასი 178 ბატია. ლამპანგიდან კი სოფლამდე კიდევ ორი საათი სონგტაოთი მგზავრობ. „სონგტაო“ გადაკეთებული პიკაპია, რომელიც სამარშუტო ტაქსის ჰგავს. ქეროლაინი საკუთარ პატარა სახლში ცხოვრობს ორ უზარმაზარ კატასთან – მაიკლი და იესო – ერთად. ვახშამი ქეროლაინი ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარია და ყველა კერძს თავისით ამზადებს. ვახშმად მოვამზადეთ იტალიური კერძი – ნიოკი…

  • Sukhothai. ტაილანდი
    ტაილანდი

    სუხოტაი – სიამის უძველესი დედაქალაქი

    სუხოტაი ჩრდილოეთ ტაილანდის პატარა ქალაქია. მისი სახელწოდება ქართულად „ამაღლებულ ბედნიერებას” (the raising of happiness) ნიშნავს და დედაქალაქიდან ავტობუსით 7 საათის სავალზეა. ბანგკოკში ავტოსადგურები რეგიონების მიხედვით ნაწილდება. ჩრდილოეთის მიმართულებით ტრანსპორტი ჩრდილოეთის ავტოსადგურიდან გადის. იგი Mo Chit BTS Skyline გაჩერებასთან მდებარეობს. ბილეთის ფასია 279 ბატი ($8.50). ავტობუსები სტანდარტულია, კონდიციონერითა და 20 წუთიანი შესვენებით. როგორ მოვხვდეთ ქალაქის ცენტრში სუხოტაიში ჩასვლისას, პირველი რასაც ამჩნევ, მინი ავტობუსად გადაკეთებული პიკაპ მანქანებია. მოგვიანებით გავარკვიეთ, რომ ასეთი ტიპის ტრანსპორტს „სონგტაო“ ჰქვია. სოგნტაოებს ქალაქის ცენტრამდე 50 ბატად მიჰყავხარ. ქალაქში დაახლოებით 4 საათისთვის ჩამოვედით და პირველ რიგში სასტუმროს ძებნა დავიწყეთ. ქალაქის ცენტრში ახლად გახსნილ ოჯახურ სასტუმროზე Somprasong შევაჩერეთ არჩევანი. სასტუმროს ეზო, ბარი და პიცის რესტორანი აქვს. დიასახლისი თაი, საოცრად გემრიელ…

  • beach in Thailand
    ტაილანდი

    ტაილანდის პოპულარული კუნძულების იაფი და შესანიშნავი ალტერნატივა

    ტაილანდის კუნძულები მსოფლიოში ცნობილია თავისი სილამაზით. აქედან ყველაზე პოპულარულია ფუკეტი, კრაბი და კო ტაოა. ტაილანდის თითქმის ყველა სანაპირო ბაუნტის რეკლამის სცენას ჰგავს –  თეთრი ქვიშა და წმინდა ლურჯი ზღვა. ეს კუნძულები ბანკოკიდან საკმაოდ შორსაა და ყველაზე მარტივი გზა თვითმფრინავით გადაფრენაა, რაც ავტობუსით 12-საათიან მგზავრობას აგარიდებს. როდესაც ტაილანდში მოხვდები, აუცილებლად წადი რომელიმე კუნძულზე. თუ იაფი ვარიანტი გინდა, კო სამედი აირჩიე. როგორ მოვხვდეთ აქ ავტობუსები კუნძულისკენ აღმოსავლეთის ავტობუსის სადგურიდან გადის, რომელიც Ekamay BTS სადგურთან მდებარეობს. ბილეთს ორი მიმართულებით ვყიდულობთ, თუმცა უკან დასაბრუნებელ თარიღს ღიას ვტოვებთ. ბილეთებში 306 ბატი გადავიხადეთ. დაახლოებით შუადღის სამ საათზე ბან პეს პორტში ჩამოვდივართ. 100 ბატს ბორნის ბილეთში ვიხდი, ისევ ღია თარიღით უკან დასაბრუნებელ ბილეთზე. აქ არსებული ყველა სანაპირო…

  • ტაილანდი

    6 რამ, რაც ბანკოკში უფასოდ ან იაფად შეგიძლია ნახო

    Same Same, But Different – იგივე, მაგრამ განსხვავებული – ეს ფრაზა ბანკოკში ძალიან ხშირად შეგხვდება. იგი ფაქტობრივად აქაური დევიზია. ბანკოკი კონტრასტების ქალაქია, სადაც ახალი შესანიშნავად ერწმყმის ძველს. იმისათვის, რომ ქალაქი კარგად შეიგრძნო, ეს ყველაფერი შენით უნდა გამოცადო. პირველად ჩამოსულს ძალიან ბევრმა რამემ გამაოგნა. მიუხედავად იმისა რომ ბანკოკში ძალიან ბევრია სანახავი, ეს პოსტი მოიცავს იმ 6 ღირსშესანიშნავ ადგილს, რომელიც ძალიან იაფად შეგიძლია ნახო. ჩაინა თაუნის შესასვლელი ჩაინა თაუნი ბანკოკის უბნებს შორის ყველაზე პატარაა, თუმცა ყველაზე მეტადაა დასახლებული. აქ ჩინელი მოსახლეობა უკვე ძალიან დიდი ხანია ცხოვრობს. კილომეტრნახევრიანი უბანი სავსეა ოქროულის მაღაზიებით, ჩინური საკვები ობიექტებითა და ტაძრებით. უფასო ვატ ტრაიმიტი (ოქროს ბუდა) ტაძარში ბუდას ყველაზე დიდი ოქროს ქანდაკებაა, რომელიც 5.5 ტონას იწონის, საფასური…

  • bangkok trip. Chinatown in Bangkok
    ტაილანდი

    რამ გამაოგნა ყველაზე მეტად ბანკოკში

    24 ნოემბერს ბანკოკისკენ ავიღეთ გეზი. სასტუმროდან ტაქსით ნახევარ საათში უკვე კატმანდუს აეროპორტში ვიყავით. ფრენა დილის 11:50-ზე გვაქვს, თუმცა ბორტზე ასულები კიდევ ერთი საათი ვუცდიდით აფრენას. მიზეზი არავის გამოუცხადებია. ამის გამო ბანკოკში 45 წუთით გვიან, ადგილობრივი დროით საღამოს 5:30-ზე ჩავედით. ნეპალის მსგავსად, აქაც საიმიგრაციო ფორმა უნდა შეავსო, სადაც სტუმრობის მიზეზს, ვადებსა და საცხოვრებელi ადგილის მისამართს უთითებ. პასპორტის შემოწმების პუნქტთან დგომისას ვხედავ, რომ წარწერა ინგლისურად და რუსულად აქვს. ტურიზმის დეპარტამენტის მიხედვით, 26.7 მილიონი ტურისტიდან 1.73 მილიონი რუსეთის მოქალაქეა. ტოპ სამეულში ჩინეთი და მალაიზიაც ხვდება. მას შემდეგ რაც ბარგი ავიღეთ, აეროპორტში მდებარე მატარებლის სადგურისკენ გავეშურეთ, რომელიც ორი სართულით ქვემოთაა. რამ გამაოგნა ყველაზე მეტად მატარებლის ჟეტონი დაახლოებით $1.40 ღირს. თბილისში მიჩვეულები, ვცდილობთ, ჟეტონი შესაბამის…