fbpx
  • Hiking the black rock lake in lagodekhi
    საქართველო

    ლაშქრობა ლაგოდეხის შავი კლდეების ტბაზე

    ხუთშაბათი საღამოა. სამსახურიდან 18:30-ზე გამოვდივარ, რომ სამდღიანი ლაშქრობისთვის ჩავლაგდე, რომელიშიც ჩემ ქმარ ოთოსთან და თანამშრლობელ რუსკასთან ერთად მივდივარ. შავი კლდეების ტბა ზღვის დონიდან 3000 მეტრზე მდებარეობს და საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ტბად ითვლება. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი კახეთში, თბილისიდან 185 კმ.-ში მდებარეობს და აზერბაიჯანსა და დაღესტანს ესაზღვრება. ნაკრძალში დაცულია სხვადასხვა იშვიათი სახეობის მცენარეები და ცხოველები, რაც თავისთავად დაუვიწყარს ხდის აქაურობას.  გვიან ღამე გავდივართ, რომ ადრე დილით უკვე იქ ვიყოთ და პარასკევ დილას სიარული დავიწყოთ. შავი კლდეების ტბების მარშრუტი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ურთულესი, საინტერესო და ულამაზესია მთელს საქართველოში. აქედან იშლება გასაოცარი ხედები კავკასიონსა და ალაზნის ველზე. მარშრუტის გავლა სრულიად შესაძლებელია 3 დღეში, თუმცა მეტი სიამოვნებისთვის 4 და 5 დღესაც კი გირჩევდი. შავი…

  • Plitvice National Park
    ხორვატია

    მნიშვნელოვანი რჩევები პლიტვიცეს ეროვნული პარკის შესახებ

    ულამაზესი სანაპიროებისა და გასაოცარი მზის ჩასვლების პარალელურად ხორვატიაში არის სუნთქვისშემკვრელი ეროვნული პარკები. მათ შორის ყველაზე გასაოცარია პლიტვიცეს ეროვნული პარკი, თუმცა არც კრკას ეროვნული პარკია რამით ნაკლები. ამ ორს შორის ნამდვილად რთულია არჩევანის გაკეთება, მაგრამ, ჩვენს შემთხვევაში, საბოლოოდ მაინც პლიტვიცეს პარკმა გადაწონა და გასაოცარი ერთდღიანი გასვლა გვქონდა ზადარიდან გზად ზაგრებამდე. რატომ უნდა ესტუმრო პლიტვიცეს ეროვნულ პარკს? პლიტვიცეს ეროვნული პარკი შედგება 16 ბუნებრივად კასკადურად განლაგებული ტბებისგან, რომლებიც ერთიანობაში გასაოგნებელ ჩანჩქერებს ქმნიან. ეს პარკი არის უძველესი და უდიდესი ხორვატიის ეროვნულ პარკებს შორის და შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. მთელი წლის განმავლობაში პარკში ფუნქციურია 7 ერთმანეთისგან განსხვავებული ბილიკი, რომლებიც ტბათა სისტემას უვლის გარს და ოთხიც – საფეხმავლო. პარკის ინფრასტრუქტურა აბსოლუტურად გამართულია: კარგად მარკირებული…

error: Content is protected !!