fbpx
  • where to stay in budapest
    სასტუმრო,  უნგრეთი

    სად დავრჩეთ ბუდაპეშტში?

    მომავალი მოგზაურობის დაგეგმვისას დასარჩენი ადგილების შერჩევა საკმაო დროსა და კარგ კვლევას მოითხოვს, რათა ფრთხილად გაეცნო რევიუებსა და აღწერებს. ბუდაპეშტი პოპულარული, ჰიპური და თანამედროვე უბნების ქალაქია. თავისთავად ცხადია, ღამისგასათევი ადგილები დამოკიდებულია შენს ბიუჯეტზე, საჭიროებებსა და ლოკაციაზე. მაშ, გაინტერესებს, სად დავრჩეთ ბუდაპეშტში? ეს სტატია სწორედ შენთვისაა. ორი ქალაქის ისტორია ღამის გასათევი ადგილის დაჯავშნამდე, სასურველია ქალაქის განლაგებას გაეცნო ძალიან ზედაპირულად მაინც. დღევანდელი ბუდაპეშტი წარმოადგენს წარსულში ორი დამოუკიდებელი ქალაქის ბუდასა და პეშტის გაერთიანებას. 1873 წელს გაერთიანების შედეგად ბუდაპეშტი გადაიქცა უნგრეთის დედაქალაქად. ქალაქი დაყოფილია ბუდა და პეშტის მხარეებად და შესაბამისად, ერთმანეთისგანაც განსხვავედება. მაგალითად, ბუდა მშვიდი, წყნარი, მწვანე და აუღელვებელი ქალაქია, პეშტი კი პირიქით – ენერგიული, დინამიური და მეტად საინტერესო. ბუდაპეშტის უბნები The Castle District (District…

  • რევიუ,  სასტუმრო,  ხორვატია

    ჰოსტელი 101 დალმატინელი სპლიტში (რევიუ)

    ხორვატიის სანაპირო ქალაქ სპლიტში დასარჩენად, ჰოსტელი 101 დალმატინელი კომფორტული, მეგობრული და სასიამოვნო ადგილია. მას განსაკუთრებულს ხდის დიზაინი, რომელიც დალმაციის რეგიონის დეტალების კონცეფციაზეა აგებული. ჰოსტელი 101 დალმატინელი მდებარეობს 114 ბრიგადეს 10-ში (114 Brigade 10)  და ქალაქის ცენტრს მარტივად უკავშირდება 5 სხვადასხვა საავტობუსო ხაზით, რომლებიც სამუშაო დღეებში რამდენიმე წუთში ერთხელ დადიან. ჰოსტელის მიმდებარე ტერიტორია საკმაოდ მშვიდია და იქვე გვერდზე არის უზარმაზარი ჰიპერმარკეტი. შენობას აქვს კონდიცირების სიტემით აღჭურვილი 19 ოთახი და 101 საწოლი, რომლებიც განასახიერებენ ხორვატიის სანაპიროს კუნძულებს. ჩემთვის საკმაოდ გასაკვირი იყო ფაქტი, რომ ყველა ექვსკაციან ოთახს დამოუკიდებელი აბაზანა და ტუალეტი ჰქონდა. ჩვეულებრივ, ჰოსტელების უმრავლესობაში, სადაც კი დავრჩენილვარ, სააბაზანო და ტუალეტი საერთოა ხოლმე ყველასთვის. ამასთანავე, ჩვენ ხორვატიაში საკმაოდ გადატვირთულ პერიოდში ვიმოგზაურეთ და ჰოსტელი…

  • რევიუ,  სასტუმრო,  საქართველო

    ფაბრიკა – კრეატიული სივრცე შენთვის და შენი მეგობრებისთვის

    თუ შენი რომელიმე უცხოელი მეგობარი თბილისში ჩამოსვლას აპირებს, აუცილებლად ურჩიე ფაბრიკის ჰოსტელი. ქალაქში უამრავი სხვადასხვა დაბალბიუჯეტური სასტუმროა, თუმცა ჰოსტელი ფაბრიკა მათგან ყველაფრით გამოირჩევა. პირველ რიგში, იმით, რომ აქ საბჭოთა პერიოდში ქალის ტანსაცმლის სამკერვალო ფაბრიკა „ნინო“ იყო განთავსებული. დამერწმუნე ნებისმიერი უცხოელი აღფრთოვანდება აქ დარჩენის იდეით. ე.ნინოშვილის 8 ნომერში განთავსებული სივრცე საკმაოდ ახლოსაა ცენტრთან და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებთან. ჰოსტელი ფაბრიკა შარშან, 2016 წლის ივლისში გაიხსნა და ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ პოპულარულიც  გახდა. უქმეებზე აქ საკმაოდ ბევრი ხალხი მოდის, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები ისე თბილისში მცხოვრები ექსპატები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როგორც ქალაქის ისე ქვეყნის მასშტაბით არსებული ქარხნები განადგურდა და დღეს ბევრი ისევ მიტოვებულია. რამდენიმე წლის წინ ქართულმა კომპანიებმა გადაწყვიტეს რომ ქარხანა „ნინო“ სხვა ფუნქციით აეღორძინებინათ.…