fbpx
  • Things to do in Hvar
    ხორვატია

    ტოპ 6 რამ, რაც შეგიძლია ნახო ჰვარში

    ჰვარის კუნძულს, რომელიც ხორვატიაში სიდიდით მეორე ქალაქ სპლიტთან ძალიან ახლოს მდებარეობს, ადრიატიკის ზღვის სამკაულს უწოდებენ. თავისი მნიშვნელოვანი სანაოსნო და სტრატეგიული მდებარეობის გამო, ანტიკური პერიოდიდანვე ძალიან ცნობილი კუნძული მდიდარია კულტურით, ბუნებრივი მონუმენტებითა და ისტორიული ღირსშესანიშავი ადგილებით. გაინტერესებს კონკრეტულად რა ვნახოთ ჰვარში? მაშინ მიყევი პოსტს. კუნძულ ჰვარზე დასათვალიერებელი ადგილები უშუალოდ ქალაქ ჰვარში მდებარეობს და ძალიან კარგი მიმართულებაა ერთდღიანი მოგზაურობისთვის სპლიტიდან ან კუნძულ კორჩულადან. როგორ მიხვიდე კუნძულ ჰვარამდე საწუხაროდ, ბორანი ერთადერთი საშუალებაა სხვა კუნძულებიდან და ხორვატიის ცენტრალური ქალაქებიდან ჰვარში მოსახვედრად. თუ რომელიმე ევროპული ქალაქიდან მოდიხარ, შეგიძლია სპლიტამდე ან ბრაჩიმდე იფრინო და შემდეგ უკვე ბორნით გადახვიდე ჰვარზე. საკმაოდ ხშირია სანაოსნო მიმოსვლა კორჩულადან და დუბროვნიკიდან. ოქტომბერში კორჩულადან ჰვარამდე ბორანი მხოლოდ დილის 6 საათზე გადიოდა და…

  • island hopping in croatia
    ხორვატია

    ხორვატიის კუნძულები – სრულყოფილი გზამკვლევი

    ხორვატიაში ყველაზე მომხიბვლელი კუნძულებია. აქ 1000-ზე მეტი კუნძულია, რომელთა უმეტესობა პატარა და დაუსახლებელია. კუნძულები ერთმანეთისგან არც ისე შორსაა, ამიტომ მათ სანახავად ყველაზე კარგი გამოსავალი ერთი კუნძულიდან მეორეზე ბორანით გადაადგილებაა. გთავაზობ ხორვატიის კუნძულების  სრულყოფილ გზამკვლევს. რადგან ჩვენი მოგზაურობა დუბროვნიკიდან დაიწყო, შესაბამისად, კუნძულების მონახულებაც ჯერ დუბროვნიკის ახლოს მდებარე კუნძულებით დავიწყეთ. ხორვატიის კუნძულები: ლოკრუმი ლოკრუმი, თურმე მსოფლიოში შვიდ დაწყევლილ კუნძულებს შორის ერთ-ერთია, რომელიც დუბროვნიკიდან ბორანით15 წუთის სავალზეა. აქ ულამაზესი ბუნება, კლოვანი და ქვიშის სანაპირო, პარკი, Game of Throne-ის ორიგინალი რკინის ტახტი, მონასტერი, ე.წ. „მკვდარი ზღვა“კუნძული, თავისუფლად მოსიარულე ფარშევანგები და კურდღლები დაგხვდება. აქ უამრავი კაფე, ბარი და რესტორანია, თუმცა მეტს ვერაფერს ნახავ, რადღან აქ ღამეს არავინ ათევს. აბა რომელ ჭკუათმყოფელს მოუნდებოდა ღამის გატარება დაწყევლილ…