fbpx
  • Things to do in Hvar
    ხორვატია

    ტოპ 6 რამ, რაც შეგიძლია ნახო ჰვარში

    ჰვარის კუნძულს, რომელიც ხორვატიაში სიდიდით მეორე ქალაქ სპლიტთან ძალიან ახლოს მდებარეობს, ადრიატიკის ზღვის სამკაულს უწოდებენ. თავისი მნიშვნელოვანი სანაოსნო და სტრატეგიული მდებარეობის გამო, ანტიკური პერიოდიდანვე ძალიან ცნობილი კუნძული მდიდარია კულტურით, ბუნებრივი მონუმენტებითა და ისტორიული ღირსშესანიშავი ადგილებით. გაინტერესებს კონკრეტულად რა ვნახოთ ჰვარში? მაშინ მიყევი პოსტს. კუნძულ ჰვარზე დასათვალიერებელი ადგილები უშუალოდ ქალაქ ჰვარში მდებარეობს და ძალიან კარგი მიმართულებაა ერთდღიანი მოგზაურობისთვის სპლიტიდან ან კუნძულ კორჩულადან. როგორ მიხვიდე კუნძულ ჰვარამდე საწუხაროდ, ბორანი ერთადერთი საშუალებაა სხვა კუნძულებიდან და ხორვატიის ცენტრალური ქალაქებიდან ჰვარში მოსახვედრად. თუ რომელიმე ევროპული ქალაქიდან მოდიხარ, შეგიძლია სპლიტამდე ან ბრაჩიმდე იფრინო და შემდეგ უკვე ბორნით გადახვიდე ჰვარზე. საკმაოდ ხშირია სანაოსნო მიმოსვლა კორჩულადან და დუბროვნიკიდან. ოქტომბერში კორჩულადან ჰვარამდე ბორანი მხოლოდ დილის 6 საათზე გადიოდა და…

  • ხორვატია

    ტოპ 7 რამ, რაც შეგიძლია გააკეთო კუნძულ კორჩულაზე

    კუნძული კორჩულა კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ერთ დიდ მთლიანობას წარმოადგენს, მაგრამ მისი მთავარი საგანძური მაინც ქალაქი კორჩულაა. ლეგენდის მიხედვით, კორჩულა აღმოაჩინა ტროადან გამოქცეულმა ბერძენმა გმირმა ანტენორმა. აქედან გამომდინარე, კორჩულას ძველი ქალაქი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ციხე-სიმაგრის ტიპის შუასაუკუნეების ხმელთაშუაზღვისპირული დასახლების და მას ადგილობრივებიც და დამთვალიერებლებიც ხშირად ,,მინი დუბროვნიკს“ ეძახიან. მაშ ასე, გაინტერესებს რა ვნახოთ კორჩულაზე? როგორ მოხვდე კუნძულ კორჩულაზე აქ მოხვედრა სულაც არ არის რთული. დუბროვნიკიდან, ჰვარიდან, ბრაჩიდან და სპლიტიდან საკმაოდ ხშირად დადიან სამგზავრო და მანქანის გადამტანი ბორნები. რადგან ჩვენ ჩვენი ხორვატიული მოგზაურობა დუბროვნიკიდან დავიწყეთ, ამიტომ კორჩულაშიც სწორედ ამ ქალაქიდან მოვხვდით. თუმცა, გასათვალისწინებელია რომ არასეზონსა და სეზონის მიწურულს საბორნე ხაზები ლიმიტირებულია. ზაფხულსა და გადატვირთულ სეზონზე უფრო აქტიურია მიმოსვლა. ოქტომბერში დუბროვნიკიდან კორჩულაში…

  • ხორვატია

    12 რამ, რაც შეგიძლია გააკეთო ზაგრებში, ხორვატია

    ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ტურისტებისთვის ისეთივე პოპულარული მიმართულება არ არის, როგორც დუბროვნიკი, სპლიტი, პლიტვიცეს ეროვნული პარკი ან ხორვატიის კუნძულები. ზაგრები არაფრით ჩამოუვარდება მათ და აუცილებლად სანახავ ქალაქებს შორისაა მისი ადგილი. მეტიც, ის ყველაზე იაფი ქალაქია მთელს ქვეყანაში! არადა, ჩვეულებრივ, პირიქითაა ხოლმე და დედაქალაქი ყველაზე ძვირი ადგილია მთელ ქვეყანაში. უამრავი რამის გაკეთება შეიძლება ზაგრებში. საინტერესო კულტურის გაცნობა, ისტორიული, ანტიკური პერიოდის ღირსშესანიშნავი ადგილების, ლამაზი კათედრალებისა  და მსოფლიოში ცნობილი ,,დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმის“ დათვალიერება. ზაგრებში სანახავი ადგილების უმრავლესობა უფასოა ან ბილეთის ფასი საკმაოდ იაფია. ქალაქი ორ – ზედა და ქვედა – ნაწილადაა დაყოფილი და ორივე მათგანის დათვალიერება არანაირ სირთულეს წარმოადგენს. იქიდან გამომდინარე, რომ ზაგრებში ატრაქციები ერთმანეთთან დაკავშირებულია, შეგიძლია მარტივად გადაადგილდე მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების…

  • Plitvice National Park
    ხორვატია

    მნიშვნელოვანი რჩევები პლიტვიცეს ეროვნული პარკის შესახებ

    ულამაზესი სანაპიროებისა და გასაოცარი მზის ჩასვლების პარალელურად ხორვატიაში არის სუნთქვისშემკვრელი ეროვნული პარკები. მათ შორის ყველაზე გასაოცარია პლიტვიცეს ეროვნული პარკი, თუმცა არც კრკას ეროვნული პარკია რამით ნაკლები. ამ ორს შორის ნამდვილად რთულია არჩევანის გაკეთება, მაგრამ, ჩვენს შემთხვევაში, საბოლოოდ მაინც პლიტვიცეს პარკმა გადაწონა და გასაოცარი ერთდღიანი გასვლა გვქონდა ზადარიდან გზად ზაგრებამდე. რატომ უნდა ესტუმრო პლიტვიცეს ეროვნულ პარკს? პლიტვიცეს ეროვნული პარკი შედგება 16 ბუნებრივად კასკადურად განლაგებული ტბებისგან, რომლებიც ერთიანობაში გასაოგნებელ ჩანჩქერებს ქმნიან. ეს პარკი არის უძველესი და უდიდესი ხორვატიის ეროვნულ პარკებს შორის და შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. მთელი წლის განმავლობაში პარკში ფუნქციურია 7 ერთმანეთისგან განსხვავებული ბილიკი, რომლებიც ტბათა სისტემას უვლის გარს და ოთხიც – საფეხმავლო. პარკის ინფრასტრუქტურა აბსოლუტურად გამართულია: კარგად მარკირებული…

  • ხორვატია

    12 რამ, რაც შეგიძლია გააკეთო ზადარში, ხორვატია

    შესაძლოა, წლების განმავლობაში ზადარი არ იყო ისეთივე პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილი, როგორც სპლიტი, დუბროვნიკი, ზაგრები ან ხორვატიის კუძულები და შესაბამისად შედარებით ცოტა დამთვალიერებელი სტუმრობდა, მაგრამ ეს ფაქტი ნელ-ნელა იცვლება. რა ვნახოთ ზადარში? ქალაქში ნამდვილად არის ულამაზესი და ისტორიული ღირსშესანიშვავი ადგილები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვო. როგორ მოვხვდეთ ზადარში ზადარში მარტივად მოხვდებით მიწის, საჰაერო და წყლის ტრანსპორტით. არჩევანი თქვენზეა: ავტობუსები, იაფი ფრენები თუ ბორანები ქვეყნის სხვადასხვა საკვანძო ადგილებიდან. ჩვენ ტროგირიდან ზადარამდე ავტობუსით ვიმგზავრეთ 73 კუნად (= €9.80 = $12.07 ერთ ადამიანზე). ბილეთები იქვე, ტროგირში, ავტობუსის გაჩერებაზე ვიყიდეთ. თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ადგილი, რაც უნდა ინახულოთ ზადარში მდებარეობს ძველ ქალაქში, სადაც მოხვდებით ქალქის თანამედროვე ნაწილიდან საფეხმავლო ხიდზე გადასვლით. ეს ქალაქი სპლიტთან და…

  • რევიუ,  სასტუმრო,  ხორვატია

    ჰოსტელი 101 დალმატინელი სპლიტში (რევიუ)

    ხორვატიის სანაპირო ქალაქ სპლიტში დასარჩენად, ჰოსტელი 101 დალმატინელი კომფორტული, მეგობრული და სასიამოვნო ადგილია. მას განსაკუთრებულს ხდის დიზაინი, რომელიც დალმაციის რეგიონის დეტალების კონცეფციაზეა აგებული. ჰოსტელი 101 დალმატინელი მდებარეობს 114 ბრიგადეს 10-ში (114 Brigade 10)  და ქალაქის ცენტრს მარტივად უკავშირდება 5 სხვადასხვა საავტობუსო ხაზით, რომლებიც სამუშაო დღეებში რამდენიმე წუთში ერთხელ დადიან. ჰოსტელის მიმდებარე ტერიტორია საკმაოდ მშვიდია და იქვე გვერდზე არის უზარმაზარი ჰიპერმარკეტი. შენობას აქვს კონდიცირების სიტემით აღჭურვილი 19 ოთახი და 101 საწოლი, რომლებიც განასახიერებენ ხორვატიის სანაპიროს კუნძულებს. ჩემთვის საკმაოდ გასაკვირი იყო ფაქტი, რომ ყველა ექვსკაციან ოთახს დამოუკიდებელი აბაზანა და ტუალეტი ჰქონდა. ჩვეულებრივ, ჰოსტელების უმრავლესობაში, სადაც კი დავრჩენილვარ, სააბაზანო და ტუალეტი საერთოა ხოლმე ყველასთვის. ამასთანავე, ჩვენ ხორვატიაში საკმაოდ გადატვირთულ პერიოდში ვიმოგზაურეთ და ჰოსტელი…

  • island hopping in croatia
    ხორვატია

    ხორვატიის კუნძულები – სრულყოფილი გზამკვლევი

    ხორვატიაში ყველაზე მომხიბვლელი კუნძულებია. აქ 1000-ზე მეტი კუნძულია, რომელთა უმეტესობა პატარა და დაუსახლებელია. კუნძულები ერთმანეთისგან არც ისე შორსაა, ამიტომ მათ სანახავად ყველაზე კარგი გამოსავალი ერთი კუნძულიდან მეორეზე ბორანით გადაადგილებაა. გთავაზობ ხორვატიის კუნძულების  სრულყოფილ გზამკვლევს. რადგან ჩვენი მოგზაურობა დუბროვნიკიდან დაიწყო, შესაბამისად, კუნძულების მონახულებაც ჯერ დუბროვნიკის ახლოს მდებარე კუნძულებით დავიწყეთ. ხორვატიის კუნძულები: ლოკრუმი ლოკრუმი, თურმე მსოფლიოში შვიდ დაწყევლილ კუნძულებს შორის ერთ-ერთია, რომელიც დუბროვნიკიდან ბორანით15 წუთის სავალზეა. აქ ულამაზესი ბუნება, კლოვანი და ქვიშის სანაპირო, პარკი, Game of Throne-ის ორიგინალი რკინის ტახტი, მონასტერი, ე.წ. „მკვდარი ზღვა“კუნძული, თავისუფლად მოსიარულე ფარშევანგები და კურდღლები დაგხვდება. აქ უამრავი კაფე, ბარი და რესტორანია, თუმცა მეტს ვერაფერს ნახავ, რადღან აქ ღამეს არავინ ათევს. აბა რომელ ჭკუათმყოფელს მოუნდებოდა ღამის გატარება დაწყევლილ…

  • ხორვატია

    დუბროვნიკის ძველი ქალაქი, ხორვატია

    დუბროვნიკი, ხორვატიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია. მისი კარგად შემონახული ძველი ქალაქი 1979 წლიდან UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი  და ულამაზესი ქალაქია მთელს ქვეყანაში. დუბროვნიკის ძირითადი ღირსშესანიშნაობა ძველი ქალაქია, რომელიც შეიძლება პატარა მოგეჩვენოს, თუმცა არც ისე პატარაა. მოკლედ, გაინტერესებს რა ვნახოთ დუბროვნიკში? მაშინ, დავიწყოთ! წაიკითხე რამდენიმე რჩევა რაც უნდა იცოდე სანამ დუბროვნიკში იმოგზაურებ რა ვნახოთ დუბროვნიკში: პლაკა ან სტრადუნი დუბდოვნიკის ძველი ქალაქის მოსახლეობა, ქალაქში შესასვლელად ორ კარიბჭეს იყენებდა – პლოცე და პილე. ისინი მიწასთან, მოძრავი ხის ხიდებით იყო დაკავშირებული, ასე რომ ღამით, ქალაქში ვერავინ შევიდოდა. აღმოსავლეთ კარიბჭე პილე, ქალაქის მთავარ ქუჩაზე – სტრადუნზე გადის. 292 მეტრის სიგრძის ქუჩას ქალაქის მთავარ მოედანზე მიყავხარ. ონოფრიოს შადრევანი: პილეს კარიბჭესთან ახლოს მდებარე შადრევანი მე-15 საუკუნის ქალაქის წყალგაყვანილობის გამომგონებლის სახელს…

  • places to visit in Croatia
    ხორვატია

    13 რჩევა, რაც დუბროვნიკში მოგზაურობამდე უნდა იცოდე

    დუბროვნიკს, ხშირად „ადრიატიკის მარგალიტს“ უწოდებენ. ხორვატიის უკიდურეს სამხრეთში მდებარე ეს ქალაქი მართლაც ძალიან შთამბეჭდავია. UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული ძველი ქალაქი, მისი გალავანი, ევროპის უძველესი აფთიაქი და ულამაზესი მზის ჩასვლის სცენა, არ დაგტოვებს უემოციოდ. წაიკითხე რამდენიმე რჩევა, რაც უნდა იცოდე სანამ დუბროვნიკში იმოგზაურებ. როგორ მოვხვდეთ დუბროვნიკში იმის მიხედვით, თუ ხორვატიის რომელი ქალაქიდან იწყებ მოგზაურობას, დუბროვნიკში მოსახვედრად უამრავი საშუალება არსებობს. თუ ხორვატიაში მოგზაურობის დაწყებას დუბროვნიკით აპირებ, მაშინ იაფიანი ავიაბილეთის პოვნა დაგჭირდება წაიკითხე როგორ ვპოულობ ავიაბილეთებს იაფად, რის შედეგადაც $200+ დავზოგე მაგალითად, Eurowings ევროპის რამდენიმე ცენტრალური ქალაქიდან ასრულებს რეისს დუბროვნიკის მიმართულებით. Wizzair-ი ხორვატიის ქალაქ სპლიტში, ხოლო Ryanair კი პულაში, რიეკასა და ზადარში ასრულებს ფრენებს. ამ ქალაქებიდან კი მარტივად შეგიძლია დუბროვნიკში, ავტობუსით, დაქირავებული მანქანით…

error: Content is protected !!