fbpx
  • ხორვატია

    ტოპ 7 რამ, რაც შეგიძლია გააკეთო კუნძულ კორჩულაზე

    კუნძული კორჩულა კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ერთ დიდ მთლიანობას წარმოადგენს, მაგრამ მისი მთავარი საგანძური მაინც ქალაქი კორჩულაა. ლეგენდის მიხედვით, კორჩულა აღმოაჩინა ტროადან გამოქცეულმა ბერძენმა გმირმა ანტენორმა. აქედან გამომდინარე, კორჩულას ძველი ქალაქი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ციხე-სიმაგრის ტიპის შუასაუკუნეების ხმელთაშუაზღვისპირული დასახლების და მას ადგილობრივებიც და დამთვალიერებლებიც ხშირად ,,მინი დუბროვნიკს“ ეძახიან. მაშ ასე, გაინტერესებს რა ვნახოთ კორჩულაზე? როგორ მოხვდე კუნძულ კორჩულაზე აქ მოხვედრა სულაც არ არის რთული. დუბროვნიკიდან, ჰვარიდან, ბრაჩიდან და სპლიტიდან საკმაოდ ხშირად დადიან სამგზავრო და მანქანის გადამტანი ბორნები. რადგან ჩვენ ჩვენი ხორვატიული მოგზაურობა დუბროვნიკიდან დავიწყეთ, ამიტომ კორჩულაშიც სწორედ ამ ქალაქიდან მოვხვდით. თუმცა, გასათვალისწინებელია რომ არასეზონსა და სეზონის მიწურულს საბორნე ხაზები ლიმიტირებულია. ზაფხულსა და გადატვირთულ სეზონზე უფრო აქტიურია მიმოსვლა. ოქტომბერში დუბროვნიკიდან კორჩულაში…

  • island hopping in croatia
    ხორვატია

    ხორვატიის კუნძულები – სრულყოფილი გზამკვლევი

    ხორვატიაში ყველაზე მომხიბვლელი კუნძულებია. აქ 1000-ზე მეტი კუნძულია, რომელთა უმეტესობა პატარა და დაუსახლებელია. კუნძულები ერთმანეთისგან არც ისე შორსაა, ამიტომ მათ სანახავად ყველაზე კარგი გამოსავალი ერთი კუნძულიდან მეორეზე ბორანით გადაადგილებაა. გთავაზობ ხორვატიის კუნძულების  სრულყოფილ გზამკვლევს. რადგან ჩვენი მოგზაურობა დუბროვნიკიდან დაიწყო, შესაბამისად, კუნძულების მონახულებაც ჯერ დუბროვნიკის ახლოს მდებარე კუნძულებით დავიწყეთ. ხორვატიის კუნძულები: ლოკრუმი ლოკრუმი, თურმე მსოფლიოში შვიდ დაწყევლილ კუნძულებს შორის ერთ-ერთია, რომელიც დუბროვნიკიდან ბორანით15 წუთის სავალზეა. აქ ულამაზესი ბუნება, კლოვანი და ქვიშის სანაპირო, პარკი, Game of Throne-ის ორიგინალი რკინის ტახტი, მონასტერი, ე.წ. „მკვდარი ზღვა“კუნძული, თავისუფლად მოსიარულე ფარშევანგები და კურდღლები დაგხვდება. აქ უამრავი კაფე, ბარი და რესტორანია, თუმცა მეტს ვერაფერს ნახავ, რადღან აქ ღამეს არავინ ათევს. აბა რომელ ჭკუათმყოფელს მოუნდებოდა ღამის გატარება დაწყევლილ…