fbpx
  • island hopping in croatia
    ხორვატია

    ხორვატიის კუნძულები – სრულყოფილი გზამკვლევი

    ხორვატიაში ყველაზე მომხიბვლელი კუნძულებია. აქ 1000-ზე მეტი კუნძულია, რომელთა უმეტესობა პატარა და დაუსახლებელია. კუნძულები ერთმანეთისგან არც ისე შორსაა, ამიტომ მათ სანახავად ყველაზე კარგი გამოსავალი ერთი კუნძულიდან მეორეზე ბორანით გადაადგილებაა. გთავაზობ ხორვატიის კუნძულების  სრულყოფილ გზამკვლევს. რადგან ჩვენი მოგზაურობა დუბროვნიკიდან დაიწყო, შესაბამისად, კუნძულების მონახულებაც ჯერ დუბროვნიკის ახლოს მდებარე კუნძულებით დავიწყეთ. ხორვატიის კუნძულები: ლოკრუმი ლოკრუმი, თურმე მსოფლიოში შვიდ დაწყევლილ კუნძულებს შორის ერთ-ერთია, რომელიც დუბროვნიკიდან ბორანით15 წუთის სავალზეა. აქ ულამაზესი ბუნება, კლოვანი და ქვიშის სანაპირო, პარკი, Game of Throne-ის ორიგინალი რკინის ტახტი, მონასტერი, ე.წ. „მკვდარი ზღვა“კუნძული, თავისუფლად მოსიარულე ფარშევანგები და კურდღლები დაგხვდება. აქ უამრავი კაფე, ბარი და რესტორანია, თუმცა მეტს ვერაფერს ნახავ, რადღან აქ ღამეს არავინ ათევს. აბა რომელ ჭკუათმყოფელს მოუნდებოდა ღამის გატარება დაწყევლილ…