fbpx
  • თურქეთი

    ანკარა – აღმოაჩინე თურქეთის დედაქალაქი

    თურქეთის სხვა ქალაქებთან შედარებით, შესაძლოა, ანკარა სულაც არ იყოს პოპულარული მიმართულება ტურისტებისთვის. გაცილებით მეტი ვიზიტორი ჩადის სტამბოლში, რაც ჩემთვის სრულიად გასაგებია, რადგან ის ჩემთვისაც ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქალაქია, სადაც მიმოგზაურია. მუდამ მოფუსფუსე სტამბულისგან განსხვავებით, დედაქალაქში სრულიად სხვაგვარი არქიტექტურა, ხალხი და ღირსშესანიშნავი ადგილებია. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, წარმოგიდგენთ ანკარაში 3-დღიანი მოგზაურობისთვის ზედგამოჭრილ აქტივობებს. საერთოდ ღირს ანკარაში წასვლა? ანკარა უძველესი ქალაქია და შესაბამისად აქ გადააწყდები რომაული, ბიზანტიური, ელინისტური და ოსმალური ტიპის არქიტექტურასა და ამ პერიოდების შესაბამის არქეოლოგიურ ღირსშესანიშნავ ადგილებს. კლდოვან გორაზე გადაშლილი ისტორიულად ცენტრალური ადგილი საუკეთესოდ წარმოსახავს ოსმალების ბატონობის პერიოდის არქიტექტურას, რომელშიც რომაული პერიოდის ძეგლებია შეზავებული – ავგუსტუსის ტაძარი და ქრ. შობამდე XX საუკუნით დათარიღებული რომაული აბანოები. შესაბამისად, ისტორიისმოყვარულთათვის ანკარა ზედგამოჭრილი ადგილია.…

  • თურქეთი

    კაპადოკია – როგორ დავგეგმოთ მოგზაურობა კაბადოკიაში ჩვენით

    თურქეთის მასშტაბით ყველაზე მონახულებად ადგილებს შორის სტამბოლის შემდეგ კაპადოკია (ქართულად რატომღაც “კაბადოკია”-დ მოიხსენიება) მეორე ადგილზეა და მოდით, მიზეზს ნუ იკითხავთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური ადგილია, სადაც კი ოდესმე ვყოფილვარ. ვულკანური მწვერვალების ფონზე აფრენილი ფერადი აეროსტატები (საჰაერო ბუშტები) ნამდვილად ძალიან ამაღელვებელი სანახაობაა! იმის მიუხედავად, რომ ბევრი მოგზაური სწორედ აეროსტატით საფრენად ჩამოდის კაპადოკიაში, აქ სხვა გაცილებით მეტი რამის გაკეთებაცაა შესაძლებელი. კაპადოკიის ტურების უამრავი რეკლამა და შემოთავაზება მინახავს, მაგრამ მე ისევ და ისევ, თვითორგანიზებულ ტურს ვუწევ რეკომენდაციას. სრულიად სხვაგვარი შეგრძნება გექნება, როდესაც ტურში სხვა ადამიანებთან ერთად იქნები. ეს დეტალური სამოგზაურო პოსტი კი დაგეხმარება შენი ტურის სწორად დაგეგმვაში.   სად მდებარეობს კაპადოკია? კაპადოკია, ისტორიული რეგიონი ცენტრალურ ანატოლიაში, მოიცავს ნევშეჰირის, ქირშეჰირის, ქაისერის, ნიიდეს და აქსარაის…

  • ესპანეთი

    რა ვნახოთ ბარსელონაში ბიუჯეტურად

    კატალონიის რეგიონის დედაქალაქი ბარსელონა, დანამდვილებით არის ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დანიშნულების ადგილი, რომელიც სრულიად იმსახურებს ამ ყურადღებას თავისი გამაოგნებელი არქიტექტურით, მხატვრული ხედებით, მუზეუმებითა და მსოფლიოში განთქმული ხელოვანებით. ქალაქი თითქოს ღიაცისქვეშა მუზეუმია, სადაც ძალიან ყურადღებით უნდა იყო თითოეული ნაბიჯის გადადგმისას, რომ შემთხვევით რაღაც ძალიან უნიკალური და მშვენიერი არ გამოგეპაროს. მაშ ასე, რა ვნახოთ ბარსელონაში ბიუჯეტურად? აქ წაიკითხავ რჩევების ჩამონათვალსა და რეკომენდაციებს, თუ რა უნდა ნახო ბარსელონაში მცირე ბიუჯეტით. ამ მოგზაურობისას ჩემს ინტერნეტკავშირს უზრუნველჰყოფდა ბილაინი. სულ რაღაც 1GB როუმინგ ინტერნეტი სრულიად საკამარისი იყო ესპანეთში გადასაადგილებლად და ჩემთვის სასურველი ადგილების საპოვნად. ამას გარდა, ინტერნეტ პაკეტის შეძენისას, GPI-ს 14 დღიან სამოგზაურო დაზღვევას საჩუქრად მიიღებ. ბარსელონას ტრანსპორტი სანამ უშუალოდ ბარსელონაში გადაადგილებაზე დავიწყებდე ლაპარაკს, მანამდე აუცილებლად…

  • საქართველო

    ბათუმი და აჭარის ღირსშესანიშნაობები – სრული მეგზური

    ბათუმი აჭარის რეგიონის მთავარი ქალაქი და შავი ზღვის სანაპიროს გამორჩეული სამკაულია. უკანასკნელ ათწლეულში ქალაქი ინფრასტრუქტურულად ძალიან სწრაფად ვითარდებოდა და შედეგად აქ გადაეყრები უამრავ ძველ და ახალ არქიტექტურულ ძეგლს, ძვირადღირებულ სასტუმროს, რესტორანს და აუცილებლად სანახავ ღირსშესანიშნაობებს. საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებისა და კაზინოების სიმრავლის გამო ბათუმს ,,შავი ზღვის ლას ვეგასსაც“ ეძახიან. აქ უამრავი ადგილობრივი ისვენებს ზაფხულობით და მეზობელი ქვეყნებიდან მოგზაურებიც აუცილებლად გამოივლიან ხოლმე. ამ მეგზურში იპოვით ბევრ რამეს, რისი ნახვაც ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში შეგიძლია. აჭარის რეგიონი საქართველოში ავტონომიური დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსით სარგებლობს. აქ გასაოცრად ერწყმის ერთმანეთს მთა და ზღვა. ზემო აჭარა სრულიად სხვა სამყაროა ბათუმთან და რეგიონის დაბლობ ნაწილებთან შედარებით. ეს საუკეთესო ადგილია მიტოვებული და თითქმის ხელშეუხებელი ადგილების მოყვარულთათვის. როგორ მოხვდეთ…

  • უკრაინა

    რა ვნახოთ ოდესაში, უკრაინა

    ეს ,,შავი ზღვის მარგალიტად“ წოდებული, ისტორიითა და კულტურით მდიდარი ქალაქი ბევრ საინტერესო, სანახობრივ,  გასართობ ალტერნატივას გვთავაზობს და ნებისმიერი ტიპის მოგზაურის ინტერესს აკმაყოფილებს. მაშ ასე, რა ვნახოთ ოდესაში? უკრაინის ყველაზე დასახლებულ ქალაქებს შორის რიგით მესამე ქალაქი ოდესა, ადგილობრივებისა და მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ერთ-ერთ საყვარელ საზღვაო დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს. სანამ ოდესას ქალაქის სტატუსი მიენიჭებოდა, აქ ანტიკური ხანის ბერძნული დასახლება იყო. სახელის ფესვებიც ბერძნული წარმოშობისაა – ,,ოდესოსი“ – რომელიც შეცდომით ამ ტერიტორიაზე ეგონათ განლაგებული. 1794 წელს რუსეთის იმპერიის მმართველმა დედოფალმა ეკატერინე II-მ ოდესას ოფიციალურად მიანიჭა ქალაქის სტატუსი. მე-19 საუკუნეში მოსკოვის, ვარშავისა და სანქტ-პეტერბურგის შემდეგ ოდესა იკავებდა მეოთხე ადგილს რუსეთის იმპერიის ყველაზე დიდი ქალაქების სიაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებთ გასაკვირია, მაგრამ ქალაქის არქიტექტურა სულაც არ…

  • Free things to do in Budapest
    უნგრეთი

    13 უფასო და 6 იაფი რამ, რაც შეგიძლია ბუდაპეშტში გააკეთო

    უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი ქვეყნის ყველაზე დასახლებულ და ევროკავშირში ერთ-ერთ უდიდეს ქალაქად ითვლება. დედაქალაქი 1873 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც მდინარე დუნაის ორ მხარეს განლაგებული უნგრეთის ქალაქები ბუდა, ობუდა და პეშტი გაერთიანდა. რა ვნახოთ ბუდაპეშტში? ეს პოსტი ზედგამოჭრილია შენთვის თუკი სახალისო, უფასო და იაფიანი აქტივობებისა და შესაძლებლობების ვარიანტებს ეძებ უნგრეთის დედაქალაქში მოგზაურობისას. რა ვნახოთ ბუდაპეშტში უფასოდ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესული ქალაქი ბუდაპეშტი, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია ევროპაში. ის წარმოადგენს საინტერესო ისტორიისა და ნათელი, თანამედროვე არტისტული სტილების ნაერთს. ბუდაპეშტში ერთმანეთს ენაცვლება ისტორიული, სიმბოლური ადგილები, მუზეუმები, უმშვენიერესი პარკები და ძალიან პოპულარული ნანგრევების ბარები. ქალაქი არავითარ შემთხვევაში არ დაგტოვებს უკმაყოფილოს. ბუდაპეშტში ყველაზე მნიშვნელოვანი დასათვალიერებელი ადგილები ერთმანეთისგან საფეხმავლო დისტანციაზეა და როგორც კი ქალაქის ცენტრში მოხვდები,…

  • Things to do in Hvar
    ხორვატია

    ტოპ 6 რამ, რაც შეგიძლია ნახო ჰვარში

    ჰვარის კუნძულს, რომელიც ხორვატიაში სიდიდით მეორე ქალაქ სპლიტთან ძალიან ახლოს მდებარეობს, ადრიატიკის ზღვის სამკაულს უწოდებენ. თავისი მნიშვნელოვანი სანაოსნო და სტრატეგიული მდებარეობის გამო, ანტიკური პერიოდიდანვე ძალიან ცნობილი კუნძული მდიდარია კულტურით, ბუნებრივი მონუმენტებითა და ისტორიული ღირსშესანიშავი ადგილებით. გაინტერესებს კონკრეტულად რა ვნახოთ ჰვარში? მაშინ მიყევი პოსტს. კუნძულ ჰვარზე დასათვალიერებელი ადგილები უშუალოდ ქალაქ ჰვარში მდებარეობს და ძალიან კარგი მიმართულებაა ერთდღიანი მოგზაურობისთვის სპლიტიდან ან კუნძულ კორჩულადან. როგორ მიხვიდე კუნძულ ჰვარამდე საწუხაროდ, ბორანი ერთადერთი საშუალებაა სხვა კუნძულებიდან და ხორვატიის ცენტრალური ქალაქებიდან ჰვარში მოსახვედრად. თუ რომელიმე ევროპული ქალაქიდან მოდიხარ, შეგიძლია სპლიტამდე ან ბრაჩიმდე იფრინო და შემდეგ უკვე ბორნით გადახვიდე ჰვარზე. საკმაოდ ხშირია სანაოსნო მიმოსვლა კორჩულადან და დუბროვნიკიდან. ოქტომბერში კორჩულადან ჰვარამდე ბორანი მხოლოდ დილის 6 საათზე გადიოდა და…

  • ხორვატია

    12 რამ, რაც შეგიძლია გააკეთო ზაგრებში, ხორვატია

    ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ტურისტებისთვის ისეთივე პოპულარული მიმართულება არ არის, როგორც დუბროვნიკი, სპლიტი, პლიტვიცეს ეროვნული პარკი ან ხორვატიის კუნძულები. ზაგრები არაფრით ჩამოუვარდება მათ და აუცილებლად სანახავ ქალაქებს შორისაა მისი ადგილი. მეტიც, ის ყველაზე იაფი ქალაქია მთელს ქვეყანაში! არადა, ჩვეულებრივ, პირიქითაა ხოლმე და დედაქალაქი ყველაზე ძვირი ადგილია მთელ ქვეყანაში. უამრავი რამის გაკეთება შეიძლება ზაგრებში. საინტერესო კულტურის გაცნობა, ისტორიული, ანტიკური პერიოდის ღირსშესანიშნავი ადგილების, ლამაზი კათედრალებისა  და მსოფლიოში ცნობილი ,,დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმის“ დათვალიერება. ზაგრებში სანახავი ადგილების უმრავლესობა უფასოა ან ბილეთის ფასი საკმაოდ იაფია. ქალაქი ორ – ზედა და ქვედა – ნაწილადაა დაყოფილი და ორივე მათგანის დათვალიერება არანაირ სირთულეს წარმოადგენს. იქიდან გამომდინარე, რომ ზაგრებში ატრაქციები ერთმანეთთან დაკავშირებულია, შეგიძლია მარტივად გადაადგილდე მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების…

  • Free things to do in Riga
    ლატვია,  სტუმრის პოსტი

    რა შეგიძლია ნახო რიგაში უფასოდ

    რიგაში დაგეგმილზე მეტი ხნით დარჩენის შემდეგ, ძალიან სწრაფად გავაანალიზე, რომ ეს ქალაქი ყველაზე მეტად შემიყვარდა ბალტიისპირეთის დედაქალაქებს შორის. ლატვიაში ადრე ზაფხულში ჩასულებს კარგი ამინდები დაგვხვდა, რამაც უფრო მეტად სასიამოვნო გახადა ჩვენი რიგაში მოგზაუობა. მაშ ასე, რა ვნახოთ რიგაში უფასოდ? ჩემს მოგონებებსა და შთაბეჭდილებებს სურნელივით თან დაჰყვება რიგის ძველი ქალაქის ყავის გადამდები კულტურა, ეკლესიების წაწვეტებული სახურავები და მოკირწყლული ქუჩები. თუმცა, როდესაც ევროპაში ვმოგზაურობთ, იქ არსებული მაღალი ფასები ბიუჯეტურ მოგზაურებს ხშირად დიდ ქალაქებსა და ანტიკურ, ძველ უბნებში დარჩენისგან თავის არიდებას გვაიძულებს. რა ვნახოთ რიგაში უფასოდ წინასწარგანწყობის საპირისპიროდ, ბალტიის რეგიონის ქვეყნებში მოგზაურობა სულაც არ არის იაფი და რიგის ძველი ქალაქის ზოგიერთი ატრაქცია, პირიქით – ძალიანაც ძვირია. თუმცა, ქალაქში მაინც არის რამდენიმე იაფიანი და…

  • უკრაინა

    8 რამ რაც შეგიძლია მოინახულო კიევში

    ქალაქი კიევი ევროპაში ერთ-ერთ უძველეს დასახლებად ითვლება. იგი სლავურ სამყაროში ერთ-ერთი პირველია და მანამდე არსებობდა სანამ უკრაინასა და რუსეთის სახელმწიფოები ჩამოყალიბდებოდა. დღეს დღეობით, უკრაინის დედაქალაქი ბევრი ტურისტით არ გამოირჩევა. შესაბამისად, კიევი ავთენტურია და დაბალბიუჯეტური მოგზაურებისთვის ზედგამოჭრილი. გაინტერესებს რა ვნახოთ კიევში? მაშინ, განაგრძე კითხვა. კიევში მოხვედრა ასე ადვილი არასდროს ყოფილა. თითქმის ყველა ძირითადი ავიაკომპანია კიევის მიმართულებით კვირაში რამდენჯერმე ასრულებს ფრენას. კიევის ღირსშესანიშნაობები კიევში ბევრი საინტერესო რამის ნახვა შეგიძლია – მუზეუმები, ლამაზი ეკლესიები და ქალაქის მასშტაბით მიმოფანტული სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილები. რა ვნახოთ კიევში: დამოუკიდებლობის მოედანი დამოუკიდებლობის მოედანი (Maidan Nezalezhnosti) კიევში ყველაზე პოპულარული ადგილია. აქ სხვადასხვა კონცერტები, ფესტივალები, საპროტესტო აქციები და მნიშვნელოვანი ღონისძიებები იმართება. თავისუფლების ძეგლი მოედნის ცენტრშია აღმართული და ადვილად შესამჩნევია შორი…

  • პოლონეთი

    ტოპ 6 ადგილი, რომელიც კრაკოვში უნდა ნახო

    გოთიკური ქალაქი კრაკოვი, პოლონეთის სამეფოს დედაქალაქი იყო ვარშავამდე.  ისტორიულად იგი ქვეყნის წამყვანი სამეცნიერო, კულტურულ და ხელოვნების ცენტრად მიიჩნევა. კრაკოვის არსებობა ქვის ხანის დროიდან თარიღდება, შუა საუკუნეები კი აქ ოქროს ხანადაა მიჩნეული, რაც მის ქუჩებში სიარულისას ძალიან იგრძნობა. ქალაქს უქმეებზე ვეწვიე და სამწუხაროდ მისი დათვალიერება და გაცნობა კარგად ვერ მოვახერხე. თუმცა მთავარი ღისშესანიშნავი ადგილები მაინც დავათვალიერე. ტოპ 6 ადგილი რომელიც კრაკოვში უნდა ნახო პოლონეთის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, კრაკოვი მეორე მსოფლიო ომის დროს ნაკლებად დაზიანდა. ამიტომ ქალაქის თავდაპირველი იერსახე კარგად არის შენარჩუნებული. ქალაქის დასათვალიერებლად ყველაზე კარგი საშუალება ფეხით სიარულია. აქ ყველაფერი ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან, ასე რომ ტრანსპორტში პრაქტიკულად ფული არ დაგეხარჯებათ. ჩამოჯექი ბაზრის მოედანზე მონღოლთა შემოჭრის შემდეგ, 1257 წელს აშენებული მოედანი მინიმუმ 100…

  • აზერბაიჯანი

    მოგზაურობა ბაქოში: როგორ გავატაროთ უქმეები აზერბაიჯანის დედაქალაქში

    აზერბაიჯანის დედაქალაქი – ბაქო, თანამედროვე და ძველი არქიტექტურის ნაზავია, რაც მას საინტერესო ქალაქად აქცევს. ბაქოს მოდური ნაგებობები იდეალურად ერწყმის საუკუნეების წინ აშენებულ შენობებსა და კოშკებს. ქალაქში მიმოფანტული ათობით პარკი განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. ბაქოში შაბათი-კვირის გატარება სავსებით საკმარისია და დაბალბიუჯეტური მოგზაურობისთვის შეგიძლია ტური swoop.ge-ზე შეიძინო. გაინტერესებს რა ვნახოთ ბაქოში? მაშ, მიღევი პოსტს. დღე, ქალაქის ცენტრთან მდებარე Gloria Jeans Coffee-ში ყავის სმით დავიწყეთ. ანტრეს მსგავსი ყავის სახლი ბევრ სხვადასხვა დესერტსა და მსუბუქად წასახემსებელ სენდვიჩს თავაზობს თავის მომხმარებელს. მოგვიანებით, ქალაქის ქუჩებში დავიწყეთ სიარული და დღის განმავლობაში დაახლოებით 20 კმ  ვიარეთ. ჩემი აზიაში მოგზაურობის შემდეგ, Maps.me ყველაზე კომფორტული ოფლაინ რუკა გამოდგა, რომელიც ყველა ობიექტს ზედმიწევნით გაჩვენებს. მაპატიე Google, მაგრამ Maps-მა მაგრად გაჯობა!  რა ვნახოთ…

  • ჩეხეთი

    როგორ ვნახოთ პრაღის ღირსშესანიშნავი ადგილები ერთ დღეში

    პრაღა თავისი ათასწლოვანი ისტორიით, მომხიბვლელი არქიტექტურით, საუკეთესო ლუდით, რომელიც წყალზე უფრო იაფია, კონცერტებით, მუზეუმებითა და ღამის ცხოვრებით ნამდვილად არ ჩამოუვარდება პარიზს. პრაღის ღირსშესანიშნავი ადგილები ცოტა მიმოფანტულია, თუმცა სავსებით შესაძლებელია რომ ერთ დღეში, წრეების გარეშე ფეხით შემოიარო, თუ რა თქმა უნდა ჩემსავით ქალაქში ბოდიალი გიყვარს. პრაღაზე და ზოგადად ჩეხებზე ბევრი შემიძლია ვისაუბრო. ოთხი წლის განმავლობაში ბევრი საინტერესო ინფორმაცია დამიგროვდა და ახლა ძალიან ვნანობ რომ მაშინ, იქ ცხოვრების პერიოდში, სამოგზაურო ბლოგის გაკეთების სურვილს ფრთები არ შევასხი. რამდენ რამეს მოგიყვებოდით პრაღის შესახებ… მაგრამ არაუშავს, კიდევ მოვხვდები პრაღაში და ამ დანაშაულს ნამდვილად გამოვისყიდი. კონკრეტულად ეს მარშრუტი ჩემი იქ ცხოვრების მანძილზე შევიმუშავე და ჩემთან ჩამოსულ სტუმრებს ყოველთვის ასე ვათვალიერებინებდი პრაღის შთამბეჭდავ არქიტექტურას. ვიცი, მომედავებით ერთი დღე…

  • ტაილანდი

    6 რამ, რაც ბანკოკში უფასოდ ან იაფად შეგიძლია ნახო

    Same Same, But Different – იგივე, მაგრამ განსხვავებული – ეს ფრაზა ბანკოკში ძალიან ხშირად შეგხვდება. იგი ფაქტობრივად აქაური დევიზია. ბანკოკი კონტრასტების ქალაქია, სადაც ახალი შესანიშნავად ერწმყმის ძველს. იმისათვის, რომ ქალაქი კარგად შეიგრძნო, ეს ყველაფერი შენით უნდა გამოცადო. პირველად ჩამოსულს ძალიან ბევრმა რამემ გამაოგნა. მიუხედავად იმისა რომ ბანკოკში ძალიან ბევრია სანახავი, ეს პოსტი მოიცავს იმ 6 ღირსშესანიშნავ ადგილს, რომელიც ძალიან იაფად შეგიძლია ნახო. ჩაინა თაუნის შესასვლელი ჩაინა თაუნი ბანკოკის უბნებს შორის ყველაზე პატარაა, თუმცა ყველაზე მეტადაა დასახლებული. აქ ჩინელი მოსახლეობა უკვე ძალიან დიდი ხანია ცხოვრობს. კილომეტრნახევრიანი უბანი სავსეა ოქროულის მაღაზიებით, ჩინური საკვები ობიექტებითა და ტაძრებით. უფასო ვატ ტრაიმიტი (ოქროს ბუდა) ტაძარში ბუდას ყველაზე დიდი ოქროს ქანდაკებაა, რომელიც 5.5 ტონას იწონის, საფასური…

error: Content is protected !!