fbpx
  • რევიუ,  სასტუმრო,  ხორვატია

    ჰოსტელი 101 დალმატინელი სპლიტში (რევიუ)

    ხორვატიის სანაპირო ქალაქ სპლიტში დასარჩენად, ჰოსტელი 101 დალმატინელი კომფორტული, მეგობრული და სასიამოვნო ადგილია. მას განსაკუთრებულს ხდის დიზაინი, რომელიც დალმაციის რეგიონის დეტალების კონცეფციაზეა აგებული. ჰოსტელი 101 დალმატინელი მდებარეობს 114 ბრიგადეს 10-ში (114 Brigade 10)  და ქალაქის ცენტრს მარტივად უკავშირდება 5 სხვადასხვა საავტობუსო ხაზით, რომლებიც სამუშაო დღეებში რამდენიმე წუთში ერთხელ დადიან. ჰოსტელის მიმდებარე ტერიტორია საკმაოდ მშვიდია და იქვე გვერდზე არის უზარმაზარი ჰიპერმარკეტი. შენობას აქვს კონდიცირების სიტემით აღჭურვილი 19 ოთახი და 101 საწოლი, რომლებიც განასახიერებენ ხორვატიის სანაპიროს კუნძულებს. ჩემთვის საკმაოდ გასაკვირი იყო ფაქტი, რომ ყველა ექვსკაციან ოთახს დამოუკიდებელი აბაზანა და ტუალეტი ჰქონდა. ჩვეულებრივ, ჰოსტელების უმრავლესობაში, სადაც კი დავრჩენილვარ, სააბაზანო და ტუალეტი საერთოა ხოლმე ყველასთვის. ამასთანავე, ჩვენ ხორვატიაში საკმაოდ გადატვირთულ პერიოდში ვიმოგზაურეთ და ჰოსტელი…

  • რევიუ,  რესტორნები,  საქართველო

    La Boheme – ხმელთაშუაზღვისპირული ავთენტური სამზარეულო

    თბილისში უცხოური სამზარეულოების ფართო არჩევანია. აქ მარტივად იპოვი აზიურ, ჩინურ, რუსულ, ლიბანურ, იაპონურ რესტორნებს, მაგრამ წინა წლის ოქტომბრამდე არ არსებობდა უშუალოდ ხმელთაშუაზღვისპირულ კერძებზე ორიენტირებული რესტორანი. რა თქმა უნდა, რამდენიმე კერძი აქამდეც შეგეძლო დაგეგემოვნებინა სხვადასხვა რესტორნებში, მაგრამ ინტენსიურად და მხოლოდ ამ ტიპის სამზარეულოზე ფოკუსირებული კვების ობიექტი არ არსებობდა. ,,ლა ბოემი“ – აბაშიძის ქუჩაზე მდებარე რესტორანმა, შესაძლოა, გარედან ძვირადღირებულის შთაბეჭდილება დაგიტოვოს, მაგრამ ერთი თვალით შეხედვით შექმნილ შთაბეჭდილებას ნუ მიენდობი. დახვეწილი, ყვავილებიანი დეკორი, შესაძლოა, ფუფუნების მინიშნებად მოგეჩვენოს, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. ფასები საშუალო  მაჩვენებლის დიაპაზონში ვარირებს და არც ერთი თეთრის დახარჯვას არ ინანებ, რადგან ეს ამად ნამდვილად ღირს! რატომ არის ,,ლა ბოემი“ ასე განსაკუთრებული? ადგილი წარმოადგენს მულტიფუნქციურ ლაუნჯს და რესტორანში შეგიძლია…

error: Content is protected !!