fbpx
  • რევიუ,  ჩალაგება

    ოსპრეი Farpoint 55 რევიუ

    კომფორტულად მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი კარგი ზურგჩანთაა. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მოგზაურობის შემდეგ, სადაც ძალიან არაკომფორტული და უამრავი უსარგებლო ნივთით ამოტენილი ზურგჩანთა დამქონდა,  მოგზაურობის ჩვევები საკმაოდ შემეცვალა. მას შემდეგ რაც კარგა ხანი ვიკვლიე, თუ რომელ ბრენდს ანიჭებდნენ გამოცდილი მოგზაურები და მოხეტიალე ადამიანები უპირატესობას, მოვედი ოსპრეისთან. და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ვენდე მათ რევიუებს, რჩევებს და სწორედ ეს ჩანთა ვიყიდე. მაშ ასე, თუკი ეძებ კარგ ზურგჩანთას, შენს წინაშეა ოსპრეი Farpoint 55-ის რევიუ, არჩევანი რომ უფრო მარტივად გააკეთო. ამ პოსტის სპონსორი არ არის თვითნ კომპანია და არც მე მაქვს რაიმე ტიპის კავშირი ამ ბრენდთან. ეს არის ჩემი გულწრფელი და სუბიქტური რევიუ. რატომ ოსპრეი Farpoint 55? სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სამოგზაუროდ, რა თქმა უნდა, ზურგჩანთით ვიყავი…

  • აქსესუარი
    აქსესუარები

    9 სამოგზაურო აქსესუარი, რომელიც მოგზაურობისას უნდა გქონდეს

    კომფორტული მოგზაურობისთვის აუცილებელია გქონდეს სწორად შერჩეული ნივთები. დღესდღეობით ძალიან ბევრი სამოგზაურო აქსესუარი არსებობს, რაც  არჩევანის გაკეთებას თავისთავად ართულებს. იმედი მაქვს დაგეხმარები სწორად შეარჩიო ისეთი სამოგზაურო აქსესუარი, რომელიც მოგზაურობას გაგიადვილებს. პირადად მე, ამ ყველაფერს თითქმის ყველა მოგზაურობისას ვიყენებ. სამოგზაურო აქსესუარი, რომელსაც მოგზაურობისას ვიყენებ პირადი ჰიგიენის პატარა ბოთლები ყველამ ვიცით, რომ ავიაკომპანიებს ბარგზე კონკრეტული შეზღუდვები აქვს. მთელი ბოთლი პირადი ჰიგიენის საშუალებების წაღება არც კომფორტულია, ადგილსაც იკავებს და ჩემოდანს წონასაც მატებს. მე ასეთ პატარა ბოთლებს ვიყენებ, რომლებშიც თავის მოვლის სხვადასხვა  საშუალებებს ვასხამ და მთელი მოგზაურობისას მყოფნის. ბოთლების ატანა ხელბარგშიც შემიძლია და არავინ არაფერს მეტყვის. კოსმეტიკის ჩანთა მოგზაურობისას ჩემთვის მნიშნველოვანია ყველაფერი ადვილად მოვძებნო და ხშირად გამოყენებადი ნივთები ერთად იყოს თავმოყრილი. სწორედ ამიტომ, ყველაფერი ასეთ კოსმეტიკის ჩანთაში მაქვს.…