fbpx
  • ხორვატია
    ხორვატია

    სად დავისვენოთ ხორვატიაში?

    იმის მიუხედავად, რომ ხორვატია პატარა ქვეყნად ითვლება, აქ უამრავი მშვენიერი, ისტორიითა და კულტურით გამორჩეული ადგილია. სამიზნე ქალაქის არჩევისას ბევრი სხვადასხვა ფაქტორია გასათვალისწინებელი და განსაკუთრებით ის თუ როგორი ტიპის მოგზაური ხარ, რამდენი დრო გაქვს, ბიუჯეტი და როდის აპირებ მოგზაურობას. მოკლედ, აქ ჩამოთვლილია ხორვატიის საუკეთესო ადგილები, რომლებიც შენს დასვენებას დაუვიწყარს გახდის. სად მდებარეობს ხორვატია? გეოგრაფიულად ხორვატიის რესპუბლიკა მდებარეობს სამხრეთ და ცენტრალური ევროპის გზაშესაყარზე, ადრიატიკის ზღვასთან. მას ესაზღვრება სლოვაკეთი, უნგრეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მონტენეგრო და სერბეთი. საზღვაო საზღვარს კი იტალიასთან იზიარებს. დედაქალაქი: ზაგრები პოპულაცია: 4.28 მილიონი (2017 წლის მონაცემებით) ოფიციალური ენა: ხორვატიული ანბანი: ლათინური ვალუტა: კუნა (HRK) როგორ მოვხვდეთ ხორვატიაში? ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან ხორვატიაში მოხვედრა არანაირი სირთულეს არ წარმოადგენს. არსებობს პირდაპირი ფრენები ხორვატიის…

  • ხორვატია

    აღმოაჩინე ხორვატიის პატარა ქალაქი ტროგირი

    ტროგირი – ისტორიული სანავსადგურო ქალაქი, რომელიც მდებარეობს დალმაციის სანაპიროზე, ერთ-ერთია იმ მშვენიერ ქალაქებს შორის, რომელიც ხორვატიაში მოვინახულეთ. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესული და საუკეთესოდ შემონახული შუა საუკუნეების ევროპული ქალაქი ძალიან კარგი ვარიანტია ხორვატიის ქალაქ სპლიტიდან ერთდღიანი მოგზაურობისთვის. ქალაქი ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილით არ გამოირჩევა, თუმცა მისი სილამაზე მაინც ხიბლავს და იზიდავს ვიზიტორებს. მაინც რა ვნახოთ ტროგირში? შუასაუკუნეების კედლებში ჩამალული, პაწია კუნძულზე გაშენებული ქალაქი საუკეთესო საშუალებაა ხალხმრავალი, ხმაურიან ქალაქებისგან თავდასაღწევად და ვიწრო, მოკირწყლულ ქუჩებში სასეირნოდ.  ერთი დღე სრულიად საკმარისია მთლიანად ქალაქის დასათვალიერებლად, მაგრამ ჩვენს გეგმებში ცვლილებების გამო, მოგვიწია ერთი ღამით დავრჩენილიყავით. რა ვნახოთ ტროგირში: ზღვის სანაპირო ქალაქში ჩასვლისთანავე ზედგამოჭრილი ამინდი დაგვხვდა ზღვის სანაპიროზე სასეირნოდ, ნავსადგურის ხედებით დასატკბობად და სურათების გადასაღებად. იქვე…

  • Things to do in Split
    ხორვატია

    8 რამ, რაც შეგიძლია გააკეთო ხორვატიის ქალაქ სპლიტში

    ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქი სპლიტი, რომელიც ხორვატიაში რიგით მეორეა სიდიდით, ანტიკური ხანის ისტორიული ღირსშესანიშნაობებით საკმაოდ მდიდარია. რა ვნახოთ სპლიტში? ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც აქ შეგიძლია გააკეთო სწორედ ძველი ქალაქის ქუჩებში ხეტიალი, მზიან ამინდში სანაპიროზე ჯდომა და ადგილობრივ ბაზრობებზე გავლაა. ჩვენ სულ რაღაც ორი დღე დავრჩით და ეს დრო სრულიად საკმარისია ქალაქის დასათვალიერებლად. თუმცა, იქიდან გამომდინარე თუ რისთვის ჩადიხარ აქ, შესაძლოა მეტი ხნითაც დარჩე. ეს ბლოგი საშუალებას მოგცემს ოდნავ უკეთ წარმოიდგინო თუ რისი დაგეგმვა შეიძლება ქალაქსა და მის შემოგარენში. როგორ მოვხვდეთ აქ სპლიტში მოხვედრა საკმაოდ მარტივია. ევროპის მთავარი ქალაქებიდან და ხორვატიის ნებისმიერი ქალაქიდან იაფიანი ფრენების გარდა, დადიან ავტობუსები და ბორნები. იტალიიდანაც კი შეგიძლია ბორნით სპლიტში ჩასვლა. ჩვენ მოგზაურობა დუბროვნიკიდან დავიწყეთ და…

error: Content is protected !!