fbpx
  • ხორვატია

    აღმოაჩინე ხორვატიის პატარა ქალაქი ტროგირი

    ტროგირი – ისტორიული სანავსადგურო ქალაქი, რომელიც მდებარეობს დალმაციის სანაპიროზე, ერთ-ერთია იმ მშვენიერ ქალაქებს შორის, რომელიც ხორვატიაში მოვინახულეთ. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესული და საუკეთესოდ შემონახული შუა საუკუნეების ევროპული ქალაქი ძალიან კარგი ვარიანტია ხორვატიის ქალაქ სპლიტიდან ერთდღიანი მოგზაურობისთვის. ქალაქი ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილით არ გამოირჩევა, თუმცა მისი სილამაზე მაინც ხიბლავს და იზიდავს ვიზიტორებს. მაინც რა ვნახოთ ტროგირში? შუასაუკუნეების კედლებში ჩამალული, პაწია კუნძულზე გაშენებული ქალაქი საუკეთესო საშუალებაა ხალხმრავალი, ხმაურიან ქალაქებისგან თავდასაღწევად და ვიწრო, მოკირწყლულ ქუჩებში სასეირნოდ.  ერთი დღე სრულიად საკმარისია მთლიანად ქალაქის დასათვალიერებლად, მაგრამ ჩვენს გეგმებში ცვლილებების გამო, მოგვიწია ერთი ღამით დავრჩენილიყავით. რა ვნახოთ ტროგირში: ზღვის სანაპირო ქალაქში ჩასვლისთანავე ზედგამოჭრილი ამინდი დაგვხვდა ზღვის სანაპიროზე სასეირნოდ, ნავსადგურის ხედებით დასატკბობად და სურათების გადასაღებად. იქვე…