fbpx
  • უნგრეთი

    უნგრეთის ქალაქები: რა ვნახოთ ბუდაპეშტთან ახლოს + Weekend ტურები

    უნგრეთის დედაქალაქი შთამბეჭდავია თავისი ისტორიული ადგილებით, დიდებული არქიტექტურით, ყბა-ჩამოსავარდნი სთრითარტით, კაფე-რესტორნებითა და ღამის ცხოვრებით. დედაქალაქის ღირსშესანიშნაობების გარდა, მთლიანად ქვეყანაშიც უამრავი რამ არის სანახავი. სწორედ ამიტომ, სხვა ბლოგერებთან ერთად შევაჯერე ბუდაპეშტთან ახლოს მდებარე უნგრეთის ქალაქები და მეზობელი ქვეყნები, რომლებსაც მარტივად ნახავ ერთ დღესა და Weekend-ზე. უნგრეთის ქალაქები, რომელსაც ერთ დღეში მოინახულებ ეგერი ეგერი ბუდაპეშტიდან ავტობუსით რამდენიმე საათის სავალზეა და არც ისე ტურისტული ქალაქია. აქ შეგიძლია დაათვალიერო ისტორიული შენობები, ეკლესიები და რამდენიმე მუზეუმი. პირველი ატრაქცია, რომელსაც ავტოსადგურიდან გამოსვლისთანავე  გადაეყრები  არის წმინა იოანე მოციქულის საკათედრო ბაზილიკა, რომლის ინტერიერი მდიდარია ქანდაკებებითა და ულამაზესი ვიტრაჟებით. კათედრალიდან რამდენიმე წუთის სავალზეა ქალაქის მთავარი მოედანი – დობოს მოედანი, რომლის მთავარ მონუმენტს ისტვან დობოს – ციხის მმართველის – ქანდაკება…

  • ხორვატია
    ხორვატია

    სად დავისვენოთ ხორვატიაში?

    იმის მიუხედავად, რომ ხორვატია პატარა ქვეყნად ითვლება, აქ უამრავი მშვენიერი, ისტორიითა და კულტურით გამორჩეული ადგილია. სამიზნე ქალაქის არჩევისას ბევრი სხვადასხვა ფაქტორია გასათვალისწინებელი და განსაკუთრებით ის თუ როგორი ტიპის მოგზაური ხარ, რამდენი დრო გაქვს, ბიუჯეტი და როდის აპირებ მოგზაურობას. მოკლედ, აქ ჩამოთვლილია ხორვატიის საუკეთესო ადგილები, რომლებიც შენს დასვენებას დაუვიწყარს გახდის. სად მდებარეობს ხორვატია? გეოგრაფიულად ხორვატიის რესპუბლიკა მდებარეობს სამხრეთ და ცენტრალური ევროპის გზაშესაყარზე, ადრიატიკის ზღვასთან. მას ესაზღვრება სლოვაკეთი, უნგრეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მონტენეგრო და სერბეთი. საზღვაო საზღვარს კი იტალიასთან იზიარებს. დედაქალაქი: ზაგრები პოპულაცია: 4.28 მილიონი (2017 წლის მონაცემებით) ოფიციალური ენა: ხორვატიული ანბანი: ლათინური ვალუტა: კუნა (HRK) როგორ მოვხვდეთ ხორვატიაში? ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან ხორვატიაში მოხვედრა არანაირი სირთულეს არ წარმოადგენს. არსებობს პირდაპირი ფრენები ხორვატიის…

error: Content is protected !!