• უკრაინა,  უნგრეთი,  ხორვატია

    ევროპის იაფფასიანი ქვეყნები ზაფხულის შვებულებისთვის

    თუკი ჩემს ბლოგს თვალს ადევნებდი, მაშინ გეცოდინება, რომ მოგზაუობის დაგეგმვა ნახევარი წლით ან ერთი წლით ადრეც კი მიყვარს. ზაფხულის თვეები ყველგან გადატვირთულ სეზონად ითვლება, განსაკუთრებით ევროპაში. ამიტომ თუ გვინდა, რომ მოგზაურობა იაფი გამოგივიდეს, ადრიდანვე უნდა დაიჭირო თადარიგი. იმისათვის რომ შენთვის საუკეთესო ვარიანტები შემომეთავაზებინა, მეგობარ ბლოგერებთან ვითანამშრომლე და ერთად შევაჯერეთ, რომ აქ მოხსენებული ევროპის იაფფასიანი ქვეყნები იდეალურია ზაფხულის შვებულებისთვის. აღმოსავლეთ ევროპის იაფფასიანი ქვეყნები ალბანეთი – Travels of a Bookpacker ალბანეთი ერთ-ერთი საუკეთესო იაფი მიმართულებაა საზაფხულო მოგზაურობისთვის, რადგან გთავაზობს მისაღებ ფასებს, გასაოცარ სანაპიროებსა და უფასო ან საკმაოდ იაფ აქტივობებს. საკვებისა და დასარჩენი ადგილების ფასებიც სრულიად მისაღებია და გადაადგილებაც არ ჯდება ძვირი, რადგან საზოგადო ტრანსპორტი და მანქანის დაქირავებაც იაფია, მეტიც, სჯობს კიდევაც საკუთარი ტრანსპორტი…

error: Content is protected !!