ტაილანდის ქალაქები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო

0
64
views
Cities in Thailand. Nong Khai

ოფელ ლიში ჩასვლისას ქეროლაინი გვეუბნება რომ ვიზის გასაგრძელებლად ჩიანგ მაიში უწევს წასვლა და ერთად მგზავრობას გვთავაზობს. რა თქმა უნდა, უპრობლემოდ ვთანხმდებით. ჩიანგ მაი და ნონგ ხაი ტაილანდის ის ქალაებია რომელთა გამოტოვებაც არაფრისდიდებით არ გვინდოდა.

ჩიანგ მაი

ჩიანგ მაი ჩრდილოეთ ტაილანდის ყველაზე დიდი ქალაქია, რომელიც 1296-1768 წლებში ლანას სამეფოს დედაქალაქს წარმოადგენდა. ქალაქის ახლანდელი სახელწოდება „ახალ ქალაქს“ ნიშნავს.

ქეროლაინი სოფელ ლიმდე ჩიანგ მაიში ცხოვრობდა და იქ ყოფნის დროს გიდობაც გაგვიწია.

დოი სუტები, ჩიანგ მაი, ტაილანდიჩიანგ მაი სავსეა უცხოელებით, დასავლური რესტორნებითა და ტაძრებით. თუმცა, თუ ტაილანდში დიდხანს მოგზაურობ, ტაძრები აღარ გაგაკვირვებს. მაგრამ, რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არის.

მაგალითად, დოი სუტეპის კომპლექსი გორაკზე მდებარეობს და ქალაქიდან 15 კილომეტრის მოშორებითაა. 1383 წელს გაშენებულ კომპლექსამდე მისვლა „სონგტაოთია“ შესაძლებელი და ჩიანგ მაის უნივერსიტეტის ტერიტორიიდან 40 ბატი ღირს.

ტაძრამდე 309 კიბეა ასავლელი. აქვეა საბაგიროც, მაგრამ ჩვენ კიბე ვამჯობინეთ. კომპლექსში შესვლა უცხოელებისთვის 30 ბატი ღირს.

შესვლის წინ ფეხზე იხდი და ფეხსაცმელს კარებთან აწყობ. კომპლექსი მრავალი ტაძრით, ქანდაკებით, სალოცავითა და სამრეკლოთი იწონებს თავს.

აქედან ჩიანგ მაინს ფანტასტიკური ხედები იშლება!

შემდეგ ვატ ჩედი ლუანგის კომპლექსს ვეწვიეთ. აქ განთავსებულ რამდენიმე ტაძარში ბერების ცვილის ქანდაკებები დგას და იმდენად რეალურად გამოიყურება რომ თავიდან ცოცხალი ადამიანები მეგონა.

საინტერესო სანახავია ჩიანგ მაის ღამის ბაზარიც, რომელიც ფაქტობრივად ქალაქის ცენტრს მთლიანად ფარავს. შესაბამისად, ხალხიც  ძალიან ბევრია; დახლებს შორის გავლასაც ვერ ახერხებ, დათვალიერებაზე რომ აღარაფერი ვთქვა.

ასეთი მოგზაურობის ყველაზე დიდი მინუსი ზუგრჩანთაში სუვენირების ადგილის არქონაა.

17 იანვარს ქეროლაინს დავემშვიდობეთ და გზა ნონგ ხაისკენ განვაგრძეთ.

ბუდა პარკი

სალა კეოკუში, ანუ იგივე ბუდა პარკში,უამრავი ბუდისტური და ინდუისტური უზარმაზარი და უცნაურ ქანდაკებებია.

პარკი ტაილანდისა და ლაოსის საზღვართან ახლოს მდებარეობს. შესვლა 20 ბატი ღირს და ტურისტებისთვის ნაკლებად პოპულარულია.

პარკამდე არანაირი საზოგადოებრივი ტრასნპორტი არ დადის. აქ მოსახვედრად ერთადერთი გზა „ტუკ-ტუკის“ დაქირავებაა, რომელიც გარეთ გელოდება და უკან მოყავხარ.

ასეთი კონცეფციის პარკი სულ ორია – ერთი აქ და მეორე ლაოსში, ვიენტიენიდან 25 კმ-ის მოშორებით. თუ შევადარებთ, ტაილანდის პარკში ბევრად დიდი ქანდაკებებია, ვიდრე ლაოსის მხარეს. ორივე პარკის ავტორი ლაოსელი ლუანგ პუა.

პარკის ყველაზე საინტერესო ნაწილი სიცოცხლის ბორბალია. იგი ასახავს ადამიანის სიცოცხლესა და სიკვდილს, რომელიც უსასრულოდ გრძელდება, სანამ მას ადამიანი ნირვანის მეშვეობით არ დააღწევს თავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

CommentLuv badge