fbpx
  • უკრაინა,  უნგრეთი,  ხორვატია

    ევროპის იაფფასიანი ქვეყნები ზაფხულის შვებულებისთვის

    თუკი ჩემს ბლოგს თვალს ადევნებდი, მაშინ გეცოდინება, რომ მოგზაუობის დაგეგმვა ნახევარი წლით ან ერთი წლით ადრეც კი მიყვარს. ზაფხულის თვეები ყველგან გადატვირთულ სეზონად ითვლება, განსაკუთრებით ევროპაში. ამიტომ თუ გვინდა, რომ მოგზაურობა იაფი გამოგივიდეს, ადრიდანვე უნდა დაიჭირო თადარიგი. იმისათვის რომ შენთვის საუკეთესო ვარიანტები შემომეთავაზებინა, მეგობარ ბლოგერებთან ვითანამშრომლე და ერთად შევაჯერეთ, რომ აქ მოხსენებული ევროპის იაფფასიანი ქვეყნები იდეალურია ზაფხულის შვებულებისთვის. აღმოსავლეთ ევროპის იაფფასიანი ქვეყნები ალბანეთი – Travels of a Bookpacker ალბანეთი ერთ-ერთი საუკეთესო იაფი მიმართულებაა საზაფხულო მოგზაურობისთვის, რადგან გთავაზობს მისაღებ ფასებს, გასაოცარ სანაპიროებსა და უფასო ან საკმაოდ იაფ აქტივობებს. საკვებისა და დასარჩენი ადგილების ფასებიც სრულიად მისაღებია და გადაადგილებაც არ ჯდება ძვირი, რადგან საზოგადო ტრანსპორტი და მანქანის დაქირავებაც იაფია, მეტიც, სჯობს კიდევაც საკუთარი ტრანსპორტი…

  • უკრაინა

    რა ვნახოთ ოდესაში, უკრაინა

    ეს ,,შავი ზღვის მარგალიტად“ წოდებული, ისტორიითა და კულტურით მდიდარი ქალაქი ბევრ საინტერესო, სანახობრივ,  გასართობ ალტერნატივას გვთავაზობს და ნებისმიერი ტიპის მოგზაურის ინტერესს აკმაყოფილებს. მაშ ასე, რა ვნახოთ ოდესაში? უკრაინის ყველაზე დასახლებულ ქალაქებს შორის რიგით მესამე ქალაქი ოდესა, ადგილობრივებისა და მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ერთ-ერთ საყვარელ საზღვაო დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს. სანამ ოდესას ქალაქის სტატუსი მიენიჭებოდა, აქ ანტიკური ხანის ბერძნული დასახლება იყო. სახელის ფესვებიც ბერძნული წარმოშობისაა – ,,ოდესოსი“ – რომელიც შეცდომით ამ ტერიტორიაზე ეგონათ განლაგებული. 1794 წელს რუსეთის იმპერიის მმართველმა დედოფალმა ეკატერინე II-მ ოდესას ოფიციალურად მიანიჭა ქალაქის სტატუსი. მე-19 საუკუნეში მოსკოვის, ვარშავისა და სანქტ-პეტერბურგის შემდეგ ოდესა იკავებდა მეოთხე ადგილს რუსეთის იმპერიის ყველაზე დიდი ქალაქების სიაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებთ გასაკვირია, მაგრამ ქალაქის არქიტექტურა სულაც არ…

  • უკრაინა

    რა ვნახოთ ლვოვში: ტოპ 8 საინტერესო ადგილი

    უკრაინის სხვა ქალაქებთან შედარებით ლვოვი ყველაზე მომხიბლავი ქალაქია. იგი არცერთ პოსტსაბჭოთა ქალაქს არ ჰგავს, რომელიც სხვა ქვეყანაში გინახავს. ლვოვი ფერადი და ძალიან ლამაზია! და მაინც, რა ვნახოთ ლვოვში? უკრაინის ეს ქალაქი ევროპის არც თუ ისე ცნობილი ‘მარგალიტია’. საუკუნოვანი ისტორიის მქონე ქალაქი, ძალიან ბევრი საინტერესო ღირსშესანიშნავი ადგილით ამაყობს. აქ ნახავ აღმოსავლური და დასავლური კულტურის უნიკალურ კომბინაციას. ქალაქს სახელი ‘ლვოვი’ თურმე, გალიჩია-ვოლინიას მმართველ დანიელ გალიჩიას პირველი ვაჟის, ლეოს, საპატივცემულოდ  დაარქვეს. საკვირველია ის, რომ ლვოვის ისტორიული ცენტრი, ანტიკური შენობები და ვიწრო ქვაფენილიანი ქუჩები გერმანიისა და საბჭოთა ოკუპაციას, მეორე მსოფლიო ომს გადაურჩა და დღეს რასაც აქ ნახავ, პირვანდელ სახეს ატარებს. ლვოვის ღირსშესანიშნაობები მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი საკმაოდ დიდია, ორი დღე სავსებით საკმარისია ყველა ღირსშესანიშნავი…

  • უკრაინა

    8 რამ რაც შეგიძლია მოინახულო კიევში

    ქალაქი კიევი ევროპაში ერთ-ერთ უძველეს დასახლებად ითვლება. იგი სლავურ სამყაროში ერთ-ერთი პირველია და მანამდე არსებობდა სანამ უკრაინასა და რუსეთის სახელმწიფოები ჩამოყალიბდებოდა. დღეს დღეობით, უკრაინის დედაქალაქი ბევრი ტურისტით არ გამოირჩევა. შესაბამისად, კიევი ავთენტურია და დაბალბიუჯეტური მოგზაურებისთვის ზედგამოჭრილი. გაინტერესებს რა ვნახოთ კიევში? მაშინ, განაგრძე კითხვა. კიევში მოხვედრა ასე ადვილი არასდროს ყოფილა. თითქმის ყველა ძირითადი ავიაკომპანია კიევის მიმართულებით კვირაში რამდენჯერმე ასრულებს ფრენას. კიევის ღირსშესანიშნაობები კიევში ბევრი საინტერესო რამის ნახვა შეგიძლია – მუზეუმები, ლამაზი ეკლესიები და ქალაქის მასშტაბით მიმოფანტული სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილები. რა ვნახოთ კიევში: დამოუკიდებლობის მოედანი დამოუკიდებლობის მოედანი (Maidan Nezalezhnosti) კიევში ყველაზე პოპულარული ადგილია. აქ სხვადასხვა კონცერტები, ფესტივალები, საპროტესტო აქციები და მნიშვნელოვანი ღონისძიებები იმართება. თავისუფლების ძეგლი მოედნის ცენტრშია აღმართული და ადვილად შესამჩნევია შორი…