fbpx
  • უკრაინა,  უნგრეთი,  ხორვატია

    ევროპის იაფფასიანი ქვეყნები ზაფხულის შვებულებისთვის

    თუკი ჩემს ბლოგს თვალს ადევნებდი, მაშინ გეცოდინება, რომ მოგზაუობის დაგეგმვა ნახევარი წლით ან ერთი წლით ადრეც კი მიყვარს. ზაფხულის თვეები ყველგან გადატვირთულ სეზონად ითვლება, განსაკუთრებით ევროპაში. ამიტომ თუ გვინდა, რომ მოგზაურობა იაფი გამოგივიდეს, ადრიდანვე უნდა დაიჭირო თადარიგი. იმისათვის რომ შენთვის საუკეთესო ვარიანტები შემომეთავაზებინა, მეგობარ ბლოგერებთან ვითანამშრომლე და ერთად შევაჯერეთ, რომ აქ მოხსენებული ევროპის იაფფასიანი ქვეყნები იდეალურია ზაფხულის შვებულებისთვის. აღმოსავლეთ ევროპის იაფფასიანი ქვეყნები ალბანეთი – Travels of a Bookpacker ალბანეთი ერთ-ერთი საუკეთესო იაფი მიმართულებაა საზაფხულო მოგზაურობისთვის, რადგან გთავაზობს მისაღებ ფასებს, გასაოცარ სანაპიროებსა და უფასო ან საკმაოდ იაფ აქტივობებს. საკვებისა და დასარჩენი ადგილების ფასებიც სრულიად მისაღებია და გადაადგილებაც არ ჯდება ძვირი, რადგან საზოგადო ტრანსპორტი და მანქანის დაქირავებაც იაფია, მეტიც, სჯობს კიდევაც საკუთარი ტრანსპორტი…

  • Free things to do in Budapest
    უნგრეთი

    13 უფასო და 6 იაფი რამ, რაც შეგიძლია ბუდაპეშტში გააკეთო

    უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი ქვეყნის ყველაზე დასახლებულ და ევროკავშირში ერთ-ერთ უდიდეს ქალაქად ითვლება. დედაქალაქი 1873 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც მდინარე დუნაის ორ მხარეს განლაგებული უნგრეთის ქალაქები ბუდა, ობუდა და პეშტი გაერთიანდა. რა ვნახოთ ბუდაპეშტში? ეს პოსტი ზედგამოჭრილია შენთვის თუკი სახალისო, უფასო და იაფიანი აქტივობებისა და შესაძლებლობების ვარიანტებს ეძებ უნგრეთის დედაქალაქში მოგზაურობისას. რა ვნახოთ ბუდაპეშტში უფასოდ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესული ქალაქი ბუდაპეშტი, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია ევროპაში. ის წარმოადგენს საინტერესო ისტორიისა და ნათელი, თანამედროვე არტისტული სტილების ნაერთს. ბუდაპეშტში ერთმანეთს ენაცვლება ისტორიული, სიმბოლური ადგილები, მუზეუმები, უმშვენიერესი პარკები და ძალიან პოპულარული ნანგრევების ბარები. ქალაქი არავითარ შემთხვევაში არ დაგტოვებს უკმაყოფილოს. ბუდაპეშტში ყველაზე მნიშვნელოვანი დასათვალიერებელი ადგილები ერთმანეთისგან საფეხმავლო დისტანციაზეა და როგორც კი ქალაქის ცენტრში მოხვდები,…