fbpx
საქართველო

აღმოაჩინე საქართველოს უდიდესი კლდეში ნაკვეთი ქალაქი

იუხედავად იმისა, რომ საქართველო საკმაოდ პატარა ქვეყნაა, იგი ძალიან განსხვავებულ და მრავალაფეროვან ადგილებს სთავაზობს დამთვალიერებელს. საქართველო ცნობილია სუნთქვისშემკვრელი ბუნებით, ისტორიული ადგილებით, შუასაუკუნოვანი თავდაცვითი კოშკებით და უგემრიელესი სამზარეულოთ, რომელიც არცერთ მოგზაურს არ გაუცრუებს იმედს.

Vardzia

თუ რაღაც განსაკუთრებულის ძიებაში ხარ, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიო საქართველოში გამოქვაბულებს. ჩვენთან რამდენიმე კლდეში ნაკვეთი ქალაქი და მონასტერია, მაგრამ ვარძია მათ შორის ყველაზე დიდი, მაგიური და გასაოცარია.

მოკლე ისტორიული მიმოხილვა ვარძიაზე

მე-12 საუკუნის დასასრულს საქართველო მონღოლების – ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დამანგრეველი დამპყრობლების შემოსევებს უმკლავდებოდა. თამარ დედოფალმა, უფრო სწორედ, როგორც ქართველები ვეძახით – თამარ მეფემ 1185 წელს ბრძანა მიწისქვეშა სალოცავი კომპლექსის აშენება.

ერუშეთის მთათა სისტემის მხარეს საკმაოდ მყარ კლდეში კომპლექსის კვეთა დიდ სირთულეს წარმოადგენდა მშენებლებისთვის. თუმცა ერთ-ერთი ლეგენდა მიუთითებს, რომ თამარმა მუშებს ჩამოურიგა წერაქვები, რომელთა პირების შუა ნაწილი ოქროსგან იყო ჩამოსხმული და როგორც კი მშენებლობა დასრულდებოდა, ოქრო მათი გახდებოდა.

მთლიანი კომპლექსი აიგო ისე, რომ შემოსევების დროს თავშესაფარი ქალაქის როლი შეესრულებინა. იგი შედგება 13 სართულისგან, 6 000 ოთახისგან, სამეფო დარბაზისგან, მარნებისგან, ეკლესიისა და სამრეკლოსგან. ასევე, ტერასები ისეა განლაგებული, რომ აგროკულტურული კულტურების გამოყვანაც შეიძლებოდა საირიგაციო სისტემის გამოყენებით.

არსებობს მოსაზრება, რომ თავშესაფრამდე გზა მხოლოდ მტკვარიდან, საიდუმლო გვირაბის სახით მიდიოდა. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ვარძიაში ზოგიერთ დერეფანს არსად მივყავართ ანუ მტრის შეღწევის შემთხვევაში მათ დასაბნევად იყო აშენებული.

სამწუხაროდ, ვარძიის დიდების დღეები დიდხანს არ გაგრძელებულა. მიუხედავად იმისა, რომ მონღოლთა შემოსევებისგან დაცული იყო, კომპლექსის დიდი ნაწილი 1283 წლის ძლიერ მიწისძვრას ემსხვერპლა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ბერ-მონაზვნები მაინც განაგრძობდნენ აქ ცხოვრებას 1551 წელს სპარსელების შემოსევამდე.

მარიამ ღვთისმშობლის ცნობილი ფრესკა, ოქროსა და ფოლადის კარები და სხვა უამრავი კულტურული საგანძური ამ პერიოდში სამუდამოდ დაიკარგა. და როდესაც მე-16 საუკუნეში ყიზილბაშებმა დაიპყრეს რეგიონი, ვარძიის სამონასტრო კომპლექსი სრულიად დაიცალა.

დღესდღეობით ვარძია ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ხერთვისის ციხესთან ერთად ელოდება იუნესკოს დაცული ძეგლების სიაში შეტანას. ამჟამად შესვლა და დათვალირება ნებადართულია დაახლოებით 300 ოთახში, დერეფნებში და რა თქმა უნდა, ტაძარში, სადაც საეკლესიო მხატვრობის ძალიან გამორჩეული ნიმუშებია შემორჩენილი, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი – თამარ მეფის ქორწინებამდელი გამოსახულება.

ლეგენდა სახელის წარმოშობაზე

მეფე გიორგი III თავის მხლებლებთან და ქალიშვილ თამართან ერთად სანადიროდ იყო წამოსული ამ მიდამოებში. ნადირობაში გართულებს სრულიად გადაავიწყდათ ბავშვისთვის ყურადღების მიქცევა, რომელიც თამაშ-თამაშით მიიკარგა გამოქვაბულში. როდესაც გააცნობიერეს რომ თამარი დაიკარგა, რა თქმა უნდა, ნადირობა შეწყვიტეს და ყველამ მისი ძებნა დაიწყო. ერთ-ერთი მონადირე ყვიროდა: ,,სად ხარ, თამარ?“. რაღაც ხნის შემდეგ გაიგონა პასუხი გამოქვაბულიდან: ,,აქ ვარ, ძია!“. ერთ-ერთი ვერსიით სწორედ აქედან მომდინარეობს კომპლექსის სახელი – ვარძია.

როგორ მოხვდე ვარძიაში

სამწუხაროდ, საქართველოს ამ რეგიონში შიდა სატრანსპორტო ხაზი მაინცდამაინც გამართული არ არის. თბილისიდან პირდაპირ ვარძიაში ავტობუსი არ დადის. ამიტომ, ვარძიაში მოსახვედრად საუკეთესო ვარიანტია მანქანის დაქირავება და თან გზად იქ გააჩერებ, სადაც გაგიხარდება, ასეთ ადგილს კი ძალიან ბევრს ნახავ, თუკი თბილისიდან ნინოწმინდის გავლით წახვალ. მართალია, რამდენიმე კილომეტრით მეტია, მაგრამ ირგვლივ არსებული სილამაზე ნადვილად ღირს ამად.

ერთადერთი სხვა ვარიანტია, რომ თბილისიდან ახალციხემდე გაჰყვე სამარშრუტო ტაქსს დიდუბის ან სამგორის ავტოვაგზალიდან და მერე ახალციხიდან ვარძიამდე შიდა ავტობუსს გაჰყვე. თუმცა, ავტობუსების განრიგი შეიძლება შეიცვალოს ან რამე აირიოს, ამიტომ, ყოველი შემთხვევისათვის, მზად იყავი ახალციხეში ღამის გასათევად.

ბილეთის ფასი

  • მოზრდილები – 7 ₾
  • მოსწავლეები – 1 ₾
  • გიდი – 25 ₾
  • აუდიო გიდი – 10 ლ

სამუშაო საათები: ყოველ დღე 10:00 – 19:00, ორშაბათის გარდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.