ოველდღიური გადატვირთული ცხოვრების რეჟიმის მიუხედავად, ასე თუ ისე ვახერხებთ წიგნების კითხვასაც. აქ ნამდვილად არ დავიწყებ იმის ახსნას თუ რამდენად მნიშვვნელოვანია წიგნების კთხვა ჩვენი გონების, კრეატიულობისა და პიროვნების განსავითარებლად. ეს ყველამ ვიცით, ხომ ასეა? ამის ნაცვლად სხვა ბლოგერებთან ერთად შევადგინე უმაგრესი სამოგზაურო წიგნების სია, რომელიც სუფთა ჰაერის ჩასუნთქვასავით იმოქმედებს შენს მოგზაურობისადმი სიყვარულზე და მეტიც, ზაფხულის ან ზამთრის მოგზაურობების დაგეგმვისკენ გიბიძგებს.

მიიღე 15% ფასდაკლება Thriftbooks.com-ზე

შანტარამი

ამ წიგნის შესახებ ჩემი თანამშრომლისგან, რუსკასგან შევიტყვე, რომელსაც თავის დროზე  ასევე მეგობარმა ურჩია. მალევე ჩამოვტვირთე აუდიოწიგნი და ვუსმენდი ყველგან სადაც შემეძლო, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობთ, შხაპის მიღების დროსაც კი – იმდენად ჩამთრევი სიუჟეტი აქვს!

მოქმედება თანამედროვე ბომბეის მიწისქვეშეთში მიმდინარეობს და ამბავს ყვება ციხიდან გაქცეული ნასამართლევი კაცი სახელად ლინი, რომელიც ავსტრალიიდან იპარება ყალბი პასპორტით და იწყებს ახალ ცხოვრებას. მალევე უმეგობრდება ადგილობრივს სახელად პრაბაკერი, რომელიც საჭიროებისას ეხმარება ხოლმე სხვადასხვა ადგილების პოვნაში. თხრობა გრძელდება მრავალფეროვანი ამბებით და საბოლოოდ მივყავართ წერტილამდე, როდესაც ეს ორი მეგობარი ხვდება ბომბეის განგსტერების საიდუმლო საზოგადოებაში, სადაც ასევე არიან წმინდანი, მსუბუქი ყოფაქცევის ქალები, მათხოვრები, ჯარისკაცები და ა.შ.

ღარიბებისთვის ქალაქის ჯურღმულებში კლინიკის ხელმძღვანელობის და ბომბეის მაფიის საიდუმლო დავალებების შესრულების პარალელურად, იდენტობის, სახლის და ოჯახის არმქონე ლინი მუდმივად სიყვარულის და ცხოვრების არსის ძიებაშია. ამ ყველაფერს იგი მიჰყავს ომამდე, მკვლელობამდე, ციხემდე და რამდენიმე გულისგამტეხ ღალატამდე.

მიუხედავად ჩემი მყარი აზრისა, რომ აუდიოწიგნი ზოგადად ძალიან მოხერხებული გამოგონებაა, გავაანალიზე, რომ ,,შანტარამი“ არის წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, რადგან სავსეა საინტერესო ციტატებითა და ახსნებით, რომელთა გახაზვა და მონიშვნა არ იქნებოდა ურიგო.

პატარა პრინცები: ერთი ადამიანის დაპირება, რომ ნეპალში დააბრუნებს დაკარგულ ბავშვებს

ეს წიგნი ნეპალში მოგზაურობისას მანახა ჩემმა მეგობარმა მარიამმა და აღნიშნა რომ წაკითხვას აპირებდა. როგორც შეატყობდით, სათაური უკვე ბევრ რამეს გვეუბნება მთავარ იდეაზე. წიგნი მოგვითხრობს ავტორის კონორ გრენანის დაუღალავ შრომაზე – იპოვოს, გადაარჩინოს და სახლში დააბრუნოს ნეპალიდან დაკარგული ბავშვები. 

გულისამაჩუყებელი მემუარი წარმოადგენს შთამაგონებელ ამბავს, იმაზე თუ როგორ შეუძლია ერთ ადამიანს ბევრი რამის შეცვლა და წიგნის კითხვისას ვმოგზაურობთ  იმ ეგზოტიკურ სამყაროში, რომლის შესახებაც ძალიან ცოტა ვიცით სინამვილეში. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ტიპური წიგნი მოგზაურობაზე, რომელიც მოგანდომებს ბარგის ჩალაგებას და ნეპალში თავგადასავლების ძიებას, იგი საკმაოდ გიფართოვებს თვალსაწიერს ნეპალურ კულტურაზე, ტრადიციებზე, ჩვევებზე, სოციალ-ეკონომიკურ სიტუაციაზე. წიგნი იმდენად მარტივად არის დაწერილი, რომ ერთ საღამოში იკითხება.

იქ არ წახვიდე: ჩერნობილიდან ჩრდილოეთ კორეამდე – მისწრაფება ერთი ადამიანისა, დაკარგოს საკუთარი თავი და იპოვოს ყველა დანარჩენი სამყაროს ყველაზე უცნაურ ადგილებში

რეკომენდირებულია The Social Travel Experimentის. გაჰყევით Facebook-ზე ლენას

დედამიწაზე ყველაზე მეტად ერთი მხარე მიზიდავს: ჩრდილოეთ კორეა. ჰოდა, როდესაც amazon.com-ზე გადავეყარე წიგნს სახელწოდებით: ,,იქ არ წახვიდე: ჩერნობილიდან ჩრდილოეთ კორეამდე – მისწრაფება ერთი ადამიანისა, დაკარგოს საკუთარი თავი და იპოვოს ყველა დანარჩენი სამყაროს ყველაზე უცნაურ ადგილებში“, ისღა დამრჩენოდა, რაც შეიძლება სწრაფად ჩამეგდო ეს წიგნი ხელში.

ჩემდა გასაკვირად, წიგნში მოთხრობილი საკმაოდ ხანგრძლივი მოგზაურობა ჩრდილოეთ კორეაში არამხოლოდ გასაოცარი და მხიარულია, არამედ თავიდან ბოლომდე ძალიან გართობს. ძალიან შემიყვარდა ინგლისელი წარმოშობის გერმანიაში მცხოვრები ავტორი ადამ ფლეტჩერი. მას ძალიან დეტალურად აღწერითი და გონებამახვილური წერის სტილი აქვს, რაც ჩემზე ძალიან მოქმედებს. წიგნში მოთხრობილი ყველა უცნაური გამოცდილება ისე აქვს გადმოცემული, რომ ერთის მხრივ გიხარია, რომ მის ადგილას შენ არ აღმოჩნდი და მეორეს მხრივ, ძალიან გაინტერესებს ყველა აღნიშნული ადგილი და გინდა შენი თვალებით იხილო.

ველური: დაკარგვიდან პოვნამდე წყნარი ოკეანის ქიმის მარშრუტზე

რეკომენდირებულია Oz and Other Places-ის მიერ. გაჰყევით დოროთის Pinterest-ზე

როგორც კი შერილ სტრეიდის ავტობიოგრაფიული წიგნი ,,ველური: დაკარგვიდან პოვნამდე წყნარი ოკეანის ქიმის მარშრუტზე“ გამოვიდა, იმდენი კარგი რამ მესმოდა, რომ ინსტიქტურად თავს ვიკავებდი მისი წაკითხვისგან. დაკვირვებული ვარ, როდესაც წიგნს ასეთი აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე, იმედებს ვერ მიმართლებს. შემდეგ უკვე ფილმიც გამოვიდა და გადავწყვიტე, სანამ დიდ ეკრანზე რიზ უიზერსპუნის  მონაწილეობით ვნახავდი ამ ფილმს, ჯერ წიგნი წამეკითხა და ძალიან მიხარია, რომ ასეც მოვიქეცი.

,,ველური“ არის ავტობიოგრაფიული წიგნი საკუთარი თავის ძიებაზე, როდესაც პერსონაჟს გარდაეცვლება დედა და ძალიან დაუგეგმავად გაუდგება წყნარი ოკეანის ქიმის მარშრუტს (PCT). შერილი მოგზაურობას იწყებს მოჰავეს უდაბნოდან და  კალიფორნიისა და ორეგონის შტატების გავლით ასრულებს ვაშინგტონში, ღმერთების ხიდზე. შერილის ფეხსაცმელები ძალიან მოუხერხებელია და მისი ჩანთაც ძალიან მძიმეა, მაგრამ მისი ამ მარშრუტის აღწერილობა სრულიად გასაოცარია. ის ღამეებს ათევს კარავში უდაბნოში, ადის მთებზე, ახლოდან ეცნობა ველურ ცხოვრებას და იმდენ რამეს აღმოაჩენს, რასაც თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურ ცხოვრებაში სამწუხაროდ ვერც კი ამჩნევს. გულწრფელად რომ გითხრა, იმავე წამს, როდესაც წიგნის კითხვა დავასრულე, მოვძებნე ფრენები  დასავლეთ სანაპიროს მიმართულებით. დარწმუნებული არ ვარ, რომ ოდესმე შევძლებ შერილის მიერ განხორციელებულ ლაშქრობაში წასვლას, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ერთხელაც წავალ სიერა ნევადას მთებში და დავაკვირდები ამ სრულიად მომაჯადოებელ ღამის ცას!

ზურგჩანთამოკიდებული: უღიმღამო მოგზაურობა ცენტრალური ამერიკის გასწვრივ

რეკომენდირებულია Red Around The World-ის მიერ. გაჰყევით მეგანს Instagram-ზე

ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი და პირველი, ხანგრძლივი სოლო გასვლის მამოტივირებელი წიგნია ,,ზურგჩანთამოკიდებული: უღიმღამო მოგზაურობა ცენტრალური ამერიკის გასწვრივ“.

კატერინა რაიან ჰოვარდი ერთი წლით მუშაობდა დისნეიში და სანამ ირლანდიაში, სახლში დაბრუნდებოდა, გადაწყვიტა თავის მეგობარ შეილას გაყოლოდა სამთვიან მოგზაურობაში ცენტრალური ამერიკის გასწვრივ. მოგზაურობის სხვა სტილის მქონეთათვის, ეს კერძო თავგადასავალი საკმაოდ მოულოდნელია. ეს არის ძალიან სახალისო და გასართობი ამბავი, რომელიც ხდება ვულკანების მიმდებარედ, მიკროავტობუსებში და მაკდონალდსშიც კი.

ამ წიგნის წაკითხვიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ გადავწყვიტე წავსულიყავი ცენტრალურ ამერიკაში. ეს იყო პირველი ადგილი, რომელზეც უკვე წაკითხული მქონდა და ძალიან მაინტერესებდა, ეს ადგილები სინამდვილეში როგორ გამოიყურებოდნენ და რამდენად ჰგავდნენ იმას, რასაც კითხვისას წარმოვიდგენდი. თუ გინდათ, ლათინურ ამერიკაში განვითარებული ხმაურიანი თავგადასავლის წაკითხვა, ეს სწორედ სათქვენო წიგნია.

ფკკკ – ფოტოგრაფირებული კოსმიური კომუნისტური კონსტრუქციები

რეკომენდირებულია FearlessFemaleTravelsის მიერ. გაჰყევით კარლს Instagram-ზე. 

არქიტექტურა ყოველთვის მაინტერესებდა (თუმცა ჩემმა ხანმოკლე შეჭრამ უმაღლეს განათლებამდე არქიტექტურულ 101-ში, დაამტკიცა, რომ ჩემს ინტერესს ნიჭთან არაფერი ჰქონია საერთო!). როდესაც პირველად ვიმოგზაურე აღმოსავლეთ ევროპაში, სრულიად გაგიჟებული ვიყავი იმ უნიკალური საბჭოთა არქიტექტურით, რომელსაც საკუთარი თვალით პირველად ვხედავდი.

სახლში დაბრუნებისთანავე ვიყიდე ფრედერიკ ჩაუბინის ,,ფკკკ – ფოტოგრაფირებული კოსმიური კომუნისტური კონსტრუქციები“ და დავიწყე მომდევნო მოგზაურობის დაგეგმვა. კკკფ არის ჩაუბინის მიერ კიშინიოვიდან ალმათამდე ყველაზე სახასიათო საბჭოთა შენობების ფოტოსურათების უზარმაზარი, სქელტანიანი წიგნი ინგლისური, გერმანული და ფრანგული აღწერილობებით.

ამ წიგნმა მომატარა მთელი საბჭოთა კავშირი, საქართველოს სამხედრო გზაზე რუსეთ-საქართველოს მეგობრობის ფერადი მონუმენტიდან საშიშ მეცხრე ფორტამდე კაუნასში, ლიტვაში და აქედან ფუტურისტულ მეცნიერებათა აკადემიამდე მოსკოვში, რუსეთში. ამ შენობათაგან საუკეთესოს ძიება ნამდვილად ძალიან მიმჯაჭვავი მოგზაურობა აღმოჩნდა, რადგან ყველაზე გასაოცარი შენობები ზოგადად საკმაოდ იაფიან ქვეყნებში მდებარეობს და საერთოდ უფასოა იქ შესვლა და მათი დათვალიერება.

სიყვარული ჩაძირვის ალბათობით

რეკომენდირებულია Miles Less Traveled-ის მიერ. გაჰყევი ჯოსა და ალისიას Instagram-ზე.

ამ წიგნის აღმოჩენა ახალი მეგობრის შეძენასავითაა. ეს არის ამბავი მსოფლიოს გარშემო საზღვაოსნო მოგზაურობის შესახებ, სხვადასხვა თემებით ავტორი ტორე დეროშე ეხება მოგზაურობას, თავგადასავლებს, საკუთარ თავს და ამ ყველაფერს ძალიან მხიარულად და გულითადად ყვება.

ოკეანის საკმაოდ ინტენსიური შიშითა და სხვადასხვა ავადმყოფობების გათვალისწინებით, დეროშე ნამდვილად არ წარმოადგენს იდეალურ ვარიანტს მსოფლიოს გარშემო საზღვაოსნო მოგზაურობისთვის. რა თქმა უნდა, მანამ სანამ ის შეხვდება თავისი ცხოვრების სიყვარულს. მიუხედავად ძლიერი შფოთისა, ის გეგმავს ამ გიჟურ მოგზაურობას საყვარელ ადამიანთან ერთად. სხვებზე მეტად ავტორისთვისაც გასაოცარია, მთელი ეს ამბავი და თავის წიგნში გვიყვება თავგადასავალს, თუ რა გემართება როდესაც არამხოლოდ პირდაპირ ეჩეხები საკუთარ შიშებს, არამედ გადაწყვეტ რომ საკუთარი შიშები მართო.

დეროშე იმდენად გულწრფელია ამ ამბების აღწერისას და ეს უშუალობა იმდენად იშვიათია დღევანდელობაში, რომ მასთან უშუალო კავშირის საგრძნობლად, სულაც არ არის აუცილებელი შფოთვები, საზღვაოსნო მოგზაურობები ან ურთიერთობები გაინტერესებდეს. ,,სიყვარული ჩაძირვის ალბათობით“ გულიანად გაგაცინებთ, აგატირებთ და უბრალოდ მოგანდომებთ იმ შეგრძნებებს, რომელიც მხოლოდ მოგზაურობას შეუძლია მოგიტანოს.

ბრწყინავალებასთან დაბრუნება: გარდასახვა პილიგრიმობისას იტალიაში

რეკომენდირებულია She Roams Solo-ის მიერ. გაჰყევი რებეკას Twitter-ზე.

,,ბრწყინავალებასთან დაბრუნება: გარდასახვა პილიგრიმობისას იტალიაში ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნია მოგზაურობის შესახებ. უბრალოდ წარმოუდგენელია ამ წიგნის გაწყვეტა, სანამ ბოლოში არ გახვალ. ეს არის ჩანდი ვიანტის ნამდვილი ისტორია. ჩანდი აღმოაჩენს რომ მისი ცხოვრება გეგმის მიხედვით აღარ მიდის. ქმართან სამომავლო განქორწინება და ტრავმატული დაავადება მას საბოლოოდ ჩაუშვებს ფსკერზე. და სწორედ ეს ის მომენტია, როდესაც გადაწყვეტს, რომ თავისი ცხოვრების სადავეები ხელში უნდა აიღოს. იტალიისადმი დიდი სიყვარულის გამო გადაწყვეტს, რომ იტალიის ისტორიული პილიგრიმული გზა – 40 დღიანი საფეხმავლო ტური ფრანკების გზაზე საფრანგეთიდან რომამდე – გაიაროს.

ავტორს ისეთი ჩამთრევი წერის მანერა აქვს, რომ წიგნს ვერ წყდები. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მეგობრის მონაყოლს ვკითხულობდი. იყო მომენტები, როდესაც ძალიან მინდოდა მისთვის დამესვა კითხვები ამ მოგზაურობაზე და საბედნიეროს ეს მოვახერხე კიდევაც ჩანდისთან ჩემს ორნაწილიან ინტერვიუში.

ყველაზე მეტად ამ წიგნში ამბების რეალურად განცდის შეგრძნება მიყვარს. იმდენად ცოცხლად არის გადმოცემული ისტორია, რომ მარტივად შემეძლო მის კანში აღმოვჩენილიყავი და მეგრძნო როგორ უჭირდა ან როგორი ბედნიერი იყო; შემეძლო განმეცადა ის სულიერი გარდატეხები, რომელსაც ის განიცდიდა. ასევე შემიყვარდა მთავარი აზრი დამოუკიდებლობასა და ყველაფრის საკუთარი ხელით კეთებაზე. საკუთარი თავის სიყვარულზე და რაც მთავარია ,,საკუთარი სხივის არასოდეს დაკარგვაზე“.

ალქიმიკოსი

რეკომენდირებულია Migrating Missის მიერ. გაჰყევი სონიას Instagram-ზე

,,ალქიმიკოსი“ შესაძლოა სულაც არ იყოს ტიპური წიგნი მოგზაურობის შესახებ. ეს არ არის ვინმეს მონაყოლი საკუთარ მოგზაურობაზე, რომელიც გეხმარება იგივე გზის გავლისას. პირიქით, ეს არის მარტივი ამბავი ანდალუზიელ მწყემსზე, რომელიც განძის საპოვნელად მიჰყვება ხილვას და ანდალუზიის უდაბნოდან ეგვიპტის პირამიდებამდე ჩადის. გზაში ის ძალიან ბევრს სწავლობს საკუთარ თავზე, ბედისწერასა და ცხოვრებაზე.

ამ წიგნს კამბოჯაში მეორადი წიგნების მაღაზიაში გადავაწყდი და მას შემდეგ სულ თან მაქვს, ჩემ მიერი გახაზული პასაჟებით, რომლებიც ძალიან მეხმარებოდნენ მოგზაურობისას. ეს არის წიგნი, რომელიც შთაგაგონებს მიენდო უხილავს, გაჰყვე ოცნებებს და გჯეროდეს საკუთარი თავისა და ინტუიციის. თუკი მოგზაურობაზე ოცნებობ, მაშინ ეს წიგნი დაგეხმარება გააანალიზო, რომ მხოლოდ შენ ხარ ის ადამიანი, ვისზეც ამ ოცნების ახდენა არის დამოკიდებული. ,,ალქიმიკოსი“ 1988 წელს  პირველად დაბეჭდვისთანავე არ გამხდარა პოპულარული, მაგრამ დღესდღეობით მსოფლიო ბესთსელერია და 70 ენაზეა თარგმნილი. თუკი ეძებ შთაგონებას და მოტივაციას, რომ ადგე და შენი ცხოვრების საუკეთესო მომენტები გამოსცადო, მაშინ ეს ის წიგნია, რომელიც ამაში დაგეხმარება!

უცხო

რეკომენდირებულია Wanderlust While Working-ის მიერ. გაჰყევი დანიელს Twitter-ზე

,,უცხო“ ორნაწილიანი რომანია – სათავგადასავლო და ისტორიული – და ამ ყველაფერთან ერთად გონივრული დოზით არის განზავებული დროში მოგზაურობის თემატიკით. როდესაც კლერ რენდალი თავის ისტორიკოს ქმარ ფრენკთან ერთად 1945 წელს ესტუმრება შოტლანდიას, ვერც კი წარმოიდგენს, რომ რამდენიმე საათში მოხვდება 1743 წელში პირდაპირ იაკობიტების ამბოხების ეპოქაში კრეი ნა დუნის ქვების სვეტების გავლით. დროში გადანაცვლებული კლერი გზად ხვდება შოტლანდიელ კლანებს, საფრანგეთში მოგზაურობს, კუდიანობაში დასდებენ ბრალს და უყვარდება 2 მამაკაცი სრულიად სხვადასხვა დროში.

ცხადია, რომანში ბევრი რამ მოგონილია (მაგალითად, დროში მოგზაურობა), თუმცა ამ წიგნით გადაღებული სატელევიზიო შოუშიც და ორიგინალ რომანში ბევრი რამე ემთხვევა რეალურ ისტორიას, მაგალითად პიროვნებები იაკობიტების ამბოხებიდან. ფაქტია, რომ წიგნის ავტორ გაბალდონს ძალიან კარგად აქვს ნაკვლევი ეს თემა და სასახლეების, ხედების, დიალექტების, ტანისამოსის აღწერილობა იმდენად დეტალური და რეალურთან ახლოა, რომ კითხვისას შეგრძნება გაქვს, თითქოს შენ თვითონვე მოგზაურობ დროში. სტარცის მიერ გადაღებული სატელევიზიო შოუს მაყურებლებმა ცხადია იციან, რომ გადაღებები შოტლანდიაში მიმდინარეობდა. ამ შესანიშნავი და დიდი მოცულობის რომანის წაკითხვის შემდეგ მე თვითონაც ძალიან მომინდა საკუთარი თვალით ვნახო შოტლანდიის მაღალმთიანეთი.

დამალული ევროპა

რეკომენდირებულია Wander-Lush-ის მიერ. გაჰყევი ემილის Facebook-ზე

კალიფორნიაში დაბადებული ავტორი ფრანცის ტაპონი მოგზაურობის ავი სულია. მაშინ როდესაც მე ამას ვწერ, ის თავის აფრიკის 54 ქვეყანაში 5 წლიანი მოგზაურობის შესახებ ახალ ტომებს ბეჭდავს! ტაპონის წიგნებიდან ყველაზე მეტად ,,ამალული ევროპა  მიყვარს, რომელი ძალიან გასაგებ ენაზე აღწერს დასავლეთ ევროპას.

2011 წელს გამოცემული წიგნი 25 თავად არის დაყოფილი – შესაბამისად სათითაოდ ყველა ქვეყნისთვის. ტაპონი იწყებს ფინეთით და ასრულებს რუსეთით, თუმცა მკითხველისთვის ძალიან მარტივია თავისთვის საინტერესო ფაქტების ამოკრება.

წიგნში თანაბარი დოზით არის მოწოდებული ისტორიული, სათავგადასავლო და სხვა მოგზაურისთვის საჭირო ინფორმაცია და შესაბამისად ნებმისმიერს გამოადგება დასავლეთ ევროპაში მოგზაურობისას.

წიგნში მითითებები, ანეკდოტები და ისტორიული ნარატივი ერთმანეთს ენაცვლება. მას არ ეშინია პოლიტიკის, ნაციონალიზმის, იდენტობის გამოაშკარავების და ადგილობრივებთან ინტერვიუების დროს ხშირად აღნიშნავს კიდევაც ამას. ყოველი თავი შეიცავს ქვეთავს ,,რისი სწავლება შეუძლიათ დასავლეთ ევროპელებს ჩვენთვის“, სადაც ჩამოწერილია ამ ქვეყნისგან ასაღები გაკვეთილების შესაძლო მაგალითები. ზოგიერთი მათგანი უბრალოდ ირონიაა, მაგრამ უმრავლესობიდან ნამდვილად გამოჭვივის სიბრძნე.

თუკი ბილ ბრაისონი მოგწონს, მაშინ აუცილებლად მოგეწონება ტაპონის წერის მანერა. მაგრამ გაითვალისწინე: წერისას ძალიან გულწრფელია და არასოდეს ერიდება სიმართლის თქმას. წიგნის ძირითადი ნაწილის წაკითხვამდე, აუცილებლად შეავლე თვალი პროლოგს, რომ გაეცნო ტაპონის წერის მანერას და ამ წიგნის დაწერის მისეულ მიზანს.                                        

იოგა ადამიანებისთვის, რომელთაც ამით, თავის შეწუხება არ სურთ

რეკომენდირებულია The Travel Fairies Blog-ის მიერ. გაჰყევით ჯესის Twiitter-ზე

სანამ ,,იოგა ადამიანებისთვის, რომელთაც ამით, თავის შეწუხება არ სურთ“-ის კითხვას დავიწყებდი, არ მქონდა წაკითხული არცერთი წიგნი მოგზაურობის შესახებ და ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს კერძო წიგნი ჟანრს ეკუთვნოდა, სანამ კითხვა არ დავიწყე.

ალბათ, დამეთანხმებით, რომ წიგნს საინტერესო სათაური აქვს – სწორედ ეს იყო ჩემი არჩევანის მიზეზიც. რამდენიმე თვის განავლობაში მომავალში აუცილებლად წასაკითხი  წიგნების თაროზე იდო და როდესაც მისი ჯერი მოვიდა და აღმოვჩინე, რომ რეალურად მოგზაურობის შესახებ წიგნი შემრჩა ხელში, ცოტა დავიბენი. ნამდვილად არ ვიცოდი, რა მოლოდინი უნდა მქონოდა. აქამდე მეგონა, რომ წიგნები მოგზაურობის შესახებ მოსაწყენია, ნაკლებად სასარგებლო და მათში მხოლოდ ის ეწერა, სად უნდა ვჭამო ან ღამე სად გავათიო და ა.შ.

ხელში კი შემრჩა საოცრად მხიარულად და სასიამოვნოდ გადმოცემული ერთი ადამიანის ამბები მის სხვადასხვა მოგზაურობებზე. კოკა-კოლას ქილის შესახებ მოყოლილმა მარტივმა და ხმაურიანმა ამბავმა მოტივაცია გამიჩინა, რომ მეც მქონოდა მსგავსი საკუთარი ისტორიები. წიგნში მოყოლილმა სხვა ამბებმა ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მომცეს როგორც სოლო მოგზაურს სხვადასხვა მოგზაურობებში. ნამდვილად ღირს წაკითხვად, მეტიც ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია, რომელიც დაწერილა. ამასთანავე, გავაანალიზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სათაური, რადგან ამ წიგნის შემთხვევაში, მისი წაკთხვაც კი საკმარისი იყო და ხაფანგში გავები.

დიდებული მგზავრობა ამერიკული ავტობუსით

რეკომენდირებულია A Packed Life-ის მიერ. გაჰყევი ბერნადეტს Twitter-ზე

წიგნი ,,დიდენული მგზავრობა ამერიკული ავტობუსით“ ეხება ცხოვრებისეულ ამბებს გრეიჰაუნდის ავტობუსით გავლილ გზაზე. ცხოვრების იმ ეტაპზე, როდესაც ადამიანთა უმეტესობა უკვე მოგზაურობაზე აღარც ფიქრობს, კურტცმა ჩაალაგა პატარა ჩანთა, აღიჭურვა თავისი დამკვირვებლობითი უნარებით და ამერიკად წოდებული ტერიტორია სამჯერ გადაკვეთა.

წიგნი 30 წლისამ, მოგზაურობის სურვილით შეპყრობილმა წავიხითხე, თუმცა მის შინნარსი და ავტორის მესიჯები 25 წლის შემდეგ გავითავისე. წიგნში თქვენ წაიკითხავთ წვრილ-წვრილ დეტალებზე დაკვირვებებს. მოიხელთქებთ ავტორის უნარს, სხვაგვარად შეიგრძნოს გზის რიტმი. კურტცისგან ვისწავლე, რომ ზოგჯერ სიტყვები, ფრაზები უნდა ჩაატარო ყურს მიღმა და შემდეგ, გარკვეული ხანის გასვლისას, ისინი მეტად გასაგები ხდებიან, ვიდრე მათი ამოხსნის სურვილით გამეტებული დევნისას. ეს ერთგვარი შეხსენებაა იმისა, რომ სულაც არ არის აუცილებელი მოგზაურობა იყოს ეგზოტიკური, ძალიან გაანალიზებული, პირიქით – მთავარი საიდუმლო სიახლეებისადმი ღიაობაშია. რადგანაც თითოეული დღე და თითოეული მოგზაურობა რაღაც ახალს გვასწავლის საკუთარ თავსა და სხვებზე.

ამერიკელი ღმერთები

რეკომენდირებულია Dutch Wannabe-ის მიერ. გაჰყევი ლესიას YouTube-ზე

თუკი ამერიკის შეერთებული შტატები შენს ,,აუცილებლად სამოგზაურო ადგილების“ სიაში მოხვედრილია, მაშინ არ არსებობს უკეთესი შესამზადებელი და მამოტივირებელი წიგნი ვიდრე ნეილ გეიმანის ,,ამერიკელი ღმერთებია“.

2001 წელს გამოცემული ფანტასტიკური ლიტერატურის ჟანრის წიგნი, ამ ყველაფრისთვის ყველაზე შესაბამისია. წიგნში ჩვენ თან დავყვებით ჩრდილს, რომელიც ციხიდან გაათავისუფლეს და აღმოაჩინა, რომ ცოლი ავტოკატასტოფაში გარდაიცვალა. ძალიან საეჭვო სიტუაციაში მას დაითანხმებენ რომ საიდუმლოებით მოცული ბატონი ოთხშაბათის მცველი იყოს. ისინი ერთად გაუდგებიან გზას, რომელიც თანაბრად არის დაუვიწყარიც და უჩვეულოც.

წიგნში ყველაზე მეტად მომწონს ის თუ როგორ ახერხებს ნეილი ერთმანეთში გააზავოს ფანტაზია და რეალობა და წერის სტილით მაქსიმალურად ჩაგითრიოს. ჩრდილი და ბატონი ოთხშაბათი მოგზაურობენ დაკარგულ ქალაქებში და საოცრად უცნაურ ადგილებს ნახულობენ, რაც გიბიძგებს რომ შენი პირადი ,,ამერიკული ღმერთების“ მოგზაურობის რუკა შეადგინო, სადაც დატანილია: ამერიკის გეოგრაფიული ცენტრი, მსოფლიოს უდიდესი კარუსელი, კაირო, ილინოისი. წიგნი მალევე იპყრობს შენს გულს და ვერასოდეს შეძლებ მის დავიწყებას. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წიგნის დასრულებისთანავე, ამერიკა გახდება შენს ,,აუცილებლად სამოგზაურო ადგილების“ სიაში ნომერ პირველი ქვეყანა.

თუკი გაინტერესებს წიგნში ნახსენები ადგილების ზუსტი მდებარეობა, აი, ამ ლინკს მიაკლიკე.

Red Fedora Diary არის ორენოვანი რესურსი მოგზაურობის შესახებ, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, იმოგზაურონ მსოფლიოს მასშტაბით იაფად. ბლოგი მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, ავთენტურ ისტორიებს და სასარგებლო რჩევებს, რომ დაეხმაროს მოგზაურებს იმოგზაურონ ნაკლები დანახარჯებით. Red Fedora Diary-ს უმთავრესი მიზანი გულახდილი და უკვე გამოცდილი რჩევის მიწოდებაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here