ორვატიაში ყველაზე მომხიბვლელი კუნძულებია. აქ 1000-ზე მეტი კუნძულია, რომელთა უმეტესობა პატარა და დაუსახლებელია. კუნძულები ერთმანეთისგან არც ისე შორსაა, ამიტომ მათ სანახავად ყველაზე კარგი გამოსავალი ერთი კუნძულიდან მეორეზე ბორანით გადაადგილებაა. გთავაზობ ხორვატიის კუნძულების  სრულყოფილ გზამკვლევს.

როგორ მოვიაროთ ხორვატიის კუნძულები

რადგან ჩვენი მოგზაურობა დუბროვნიკიდან დაიწყო, შესაბამისად, კუნძულების მონახულებაც ჯერ დუბროვნიკის ახლოს მდებარე კუნძულებით დავიწყეთ.

ლოკრუმი

ლოკრუმი, თურმე მსოფლიოში შვიდ დაწყევლილ კუნძულებს შორის ერთ-ერთია, რომელიც დუბროვნიკიდან ბორანით15 წუთის სავალზეა. აქ ულამაზესი ბუნება, კლოვანი და ქვიშის სანაპირო, პარკი, Game of Throne-ის ორიგინალი რკინის ტახტი, მონასტერი, ე.წ. „მკვდარი ზღვა“კუნძული, თავისუფლად მოსიარულე ფარშევანგები და კურდღლები დაგხვდება.

აქ უამრავი კაფე, ბარი და რესტორანია, თუმცა მეტს ვერაფერს ნახავ, რადღან აქ ღამეს არავინ ათევს. აბა რომელ ჭკუათმყოფელს მოუნდებოდა ღამის გატარება დაწყევლილ კუნძულზე ?

რჩევა: თუ გინდა დუბროვნიკის ულამაზესი ხედით დატკბე გაყევი ნიშნულს Fort Royal

თვითონ კუნძული იმდენად პატარაა, რომ მისი მონახულება რამდენიმე საათში შეგიძლია. დღის დარჩენილი მონაკვეთი კი სანაპიროზე გაატარე.

როგორ მოვხვდეთ აქ: დუბროვნიკის ძველი პორტიდან ბორნები ყოველ 30 წუთში გადის და ბოლო ბორანი უკან  საღამოს 6 საათზე ბრუნდება. არ დაგაგვიანდეს!

ბილეთის ფასი: 120 კუნა ორი გზა = $ 19.22 = € 16.11

ლოპუდი

ლოპუდი ელაფიტი კუნძულების ნაწილია. ეს უკანასკნელი პატარა არქიპელაგია, რომელიც რამდენიმე კუნძულისგან შედგება და დუბროვნიკის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. მისი მარადმწვანე ლანდშაფტი, ქვიშიანი სანაპიროები და სუფთა ზღვა ზაფხულის თვეებში ბევრ ტურისტს იზიდავს.

Island hopping in Croatia

რჩევა: არ იყიდო ელაფიტი კუნძულების ტური, რომელსაც სააგენტოები ქალაქის ნებისმიერ წერტილში გთავაზობენ. კუნძულების მონახულება შენითაც შეგიძლია და საკმაოდ სოლიდურ თანხასაც დაზოგავ!

ლოკრუმის მსგავსად, ლოპუდი პატარა კუნძულია, რომელიც შეიძლება რამდენიმე საათში მოინახულო. აქ, ადრეული შუასაუკუნეების დროინდელი ეკლესიების ნანგრევები, ციხე-სიმაგრეები, საზაფხულო მამულები, 15-ე საუკუნის ფრანცისკანის მონასტერი და ეკლესია დაგხვდება.

როგორ მოვხვდეთ აქ: ზაფხულის თვეებში, როდესაც ქვეყანაში ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის, ბორანები საკმაოდ ხშირად დადიან. თუმცა, თუ შენი ვიზიტი ტურისტულ სეზონს არ ემთხვევა, აჯობებს ბორანის განრიგი შემდეგ საიტებზე შეამოწმო: Croatian Ferries ან Jardolinja.   ბორანი, დუბროვნიკის პორტ გრუჟიდან (Gruž) გადის და მგაზავრობას დაახლოებით 45 წუთი ჭირდება.

ბილეთის ფასი: 92 კუნა ერთი გზა = $ 14.73 = € 12.35

შიპანი

შიპანიც ელაფიტი კუნძულების ნაწილია, თუმცა ის სხვა კუნძულებისგან განსხვავებით, უფრო მშვიდი, ტურისტებით ნაკლებად დასახლებული და ყველაზე დიდია. თუ გინდა ტურისტების ჯგუფებს თავი ცოტა ხნით მოარიდო, ამ კუნძულს ესტუმრე.

island hopping in Croatia

კუნძულზე რამდენიმე არქიტექტურული ძეგლია,  რომლებიც შუა საუკუნეებით თარიღდება, მაგრამ ჩვენი კუნძულზე ვიზიტის დროს, სამწუხაროდ, რეკონსტურქციის გამო ვერაფრის დათვალიერება ვერ მოვახერხეთ. თან ამინდიც, არ გვიწყობდა ხელს.

მაგრამ შიპანზე ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი, სასტუმრო „ბოჟიცა“-ში გემრიელი ზღვის პროდუქტების სადილი იყო.

როგორ მოვხვდეთ აქ: ლოპუდის მსგავსად, შიპანისკენ ბორნები პორტ გრუჟიდან გადის და ზუსტად იგივე მიმართულებას მიუყვება. ამიტომ მარტივად შეგიძლია, ჯერ ლოპუდი მოინახულო და მერე შიპანისკენ აიღო გეზი. შიპანის კუნძულზე საათნახევარში იქნები. შეამოწმე განრიგი:  Croatian Ferries ან Jardolinja.

ბილეთის ფასი: 92 კუნა ერთი გზა = $ 14.73 = € 12.35

კორჩულა

დალმატის სანაპიროს ერთ-ერთი მარგალიტი კუნძული კორჩულაა, რომელიც მდიდარი ისტორიით, კულტურით, ტრადიციებით, ლამაზი სოფლებითა და  ქვეყნის საუკეთესო ღვინოებითაა ცნობილი.

I am in love with this cobblestone narrow streets of #Korcula, #Croatia.

A post shared by Baia • Budget Travel Blog (@redfedoradiary) on

კუნძული იმდენ ღირსშესანიშობას გთავაზობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა საიდან დაიწყებ მის დათვალიერებას.  თუმცა, ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ქალაქი კორჩულაა.

რჩევა: არა სეზონზე  ბორანი დღეში ერთხელ, შუადღის 4 საათზე გადის.

მსოფლიოში ცნობილი მოგზაურის, მარკო პოლოს სამშობლო, გარშემორტყმულია 13-ე საუკუნეში აგებული ქვის გალავნით. თავისთავად, ქალაქი საკმაოდ პატარაა, ასე რომ, მის დასათვალიერებლად სულ რამდენიმე საათია საჭირო. ჩვენ ქალაქში ორი დღე დავრჩით, რაც საკმარისი იყო მისი ღირსშესანაშნავი ადგილების, მარკო პოლოს სახლ-მუზეუმის, ტაძარის, ვიწრო ქვაფენილიანი ქუჩებისა და სხვადასხვა მუზეუმების, მოსანახულებლად.

ხორვატიის კუნძულები

როგორ მოვხვდეთ აქ: დუბროვნიკიდან ბორანი გრუჟის პორტიდან გადის და მგზავრობას დაახლოებით ორი საათი უნდა. ზაფხულის თვეებში ბორნები ხშირად მოძრაობენ. შეამოწმე განრიგი:  Croatian Ferries ან Jardolinja.

ბილეთის ფასი: 120 კუნა ერთი გზა = $ 19.22 = € 16.11

ჰვარი

ჰვარი, ხორვატიის კუნძულებს შორის, ერთ-ერთ ყველაზე ძვირიან და გართობის კუნძულად ითვლება. თუმცა, ჩვენ მისი სიძვირე (დუბროვნიკის მერე), სულაც არ გვიგრძვნია.

island hopping in Croatia

წაიკითხე რატომ არის დუბროვნიკი ყველაზე ძვირი ქალაქი მთელს ხორვატიაში

ქალაქი ჰვარი დიდი ხანია ადრიატიკის სავაჭრო და კულტურული ცენტრია. იგი ვენეციის იმპერიის ნაწილი 13-18-ე საუკუნეებში იყო. მისი განვითარება და აყვავება სწორედ ამ პერიოდის დამსახურებაა.

რჩევა: თუ არ არის სეზონი, ბორნები მხოლოდ დილის 6 საათზე გადის

აქ ნახავ 15-17-ე საუკუნის შენობებს, სახლებსა და 700-წლოვან კედელს, რომელიც უცვლელად დგას. სწორედ ამიტომ, ჰვარი გამაოგნებელი კუნძულია.

island hopping in Croatia

როგორ მოვხვდეთ აქ: კორჩულადან ჰვარში ბორნები პორტ კორჩულადან გადის და დაახლოებით ერთ საათს უნდება. შეამოწმე განრიგი:  Croatian Ferries ან Jardolinja.

ბილეთის ფასი: 70 კუნა ერთი გზა = $ 11.20 = € 9.39

Interested in island hopping in Croatia? Read the guide to know more about some of the best Croatian islands near Dubrovnik and Split.
Red Fedora Diary არის ორენოვანი რესურსი მოგზაურობის შესახებ, რომელიც შთააგონებს ადამიანებს, იმოგზაურონ მსოფლიოს მასშტაბით იაფად. ბლოგი მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, ავთენტურ ისტორიებს და სასარგებლო რჩევებს, რომ დაეხმაროს მოგზაურებს იმოგზაურონ ნაკლები დანახარჯებით. Red Fedora Diary-ს უმთავრესი მიზანი გულახდილი და უკვე გამოცდილი რჩევის მიწოდებაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here